ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46638

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მთავარ გამგეობასა და განყოფილებებს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად საქმეთა წარმოების ერთიანი წესების შემოღება გადაწყვიტა. მიზნის განსახორციელებლად ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ – სამტრედიისა და ლანჩხუთის განყოფილებათა, ხოლო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ თელავისა და ზესტაფონის განყოფილების რევიზია ჩაატარა. სარევიზიო მოხსენებები საზოგადოების გამგეობამ განიხილა და შეტანილი შენიშვნებით განყოფილებებს სახელმძღვანელოდ გაუგზავნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

მიხეილ ნასიძე თბილისის ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იროდიონ ევდოშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ მას 25 მანეთი გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და შიო დედაბრიშვილი; სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების გასავლის ანგარიში და დაადგინეს, რომ კონსტანტინე მესხიშვილისთვის სურათების ანგარიშში 25.20 მანეთი გადაეცათ, ხოლო სტეფანე პეპანოვისთვის წიგნების ანგარიშში — 1.75.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქშწკგ საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს 500 მანეთი გადასცა, მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს – 10.60, ანასტასია წერეთელს – 4, არჩილ ჯორჯაძეს იანვრის პენსია – 50 მან., ოლღა ჭავჭავაძისას იანვრის ბინის ქირა – 25, გ. ნაკაშიძეს იანვრის სტიპენდია – 25, იროდიონ ხოსიტაშვილს იანვრის დახმარება – 10 მან. ასევე შეისყიდეს სამუზეუმო ადგილი 3 636 მანეთად და საზოგადოებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთი. სულ გამგეობის ხარჯმა 4 449.20 მანეთი შეადგინა.

პირები
წყარო

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის საქმეების გაუმჯობესებას ხუთ წელზე მეტი დასჭირდებოდა. ამასთანავე, შემოსავლის გასაზრდელად ხუთი წელი ცოტა დრო იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ხუთ წელიწად-ნახევარი იყო გასული მას შემდეგ, რაც საგურამოს მამულს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ფლობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი არ დაეთანხმა პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძეს და განაცხადა, რომ არ იყო საჭირო საგურამოს მამულის დასათვალიერებლად ახალი კომისიის არჩევა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამულში საჭირო იყო ტექნიკის გაუმჯობესება ახალი სამეურნეო კულტურის ასათვისებლად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას უნდა შეეხსენებინა დამთვალიერებელი კომისიისთვის საგურამოს მამულის მდგომარეობის შემოწმების საჭიროება. გამგეობამ კომისიას არ შეახსენა მამული დასათვალიერებელი რომ იყო და სწორედ ამ დაუდევრობის გამო ვერ მოასწრეს ილიასეული სახლ-კარის შემოწმება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის ვალი შემცირებული იყო 28825 მან. და 50 კაპიკამდე. აქედან 8 500 მანეთი ილიას ფონდის ვალი იყო, თბილისის თავადაზნაურობისა – 2 000 მანეთი, ბანკისა კი – 18325 მანეთი და 50 მანეთი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამული ძლიერი შემოსავლის წყარო გახდებოდა თუ ნორმალურად მოუვლიდა და უპატრონებდა მას საზოგადოება. მისი აზრით, საჭირო იყო მოიჯარეებისთვის ხელი შეეწყოთ და რიგიანად ეხელმძღვანელათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელმა კომისიამ ზერელედ დაათვალიერა ილიასეული სახლ-კარი, რასაც აფიქრებინებს სინამდვილეს მოკლებული ცნობები, რომ მამულში სახნავი მიწა რეალურად 62 დესეტინა, კომისიის თქმით კი – 123 დესეტინა იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ მოიჯარეებმა და მოურავებმა საგურამოს მამული ააოხრეს და გაანადგურეს. გარდა ამისა, გამგეობაც უყურადღებობას იჩენდა მამულის მიმართ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ მოურავებმა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლში დარჩენილი მრავალი ნივთი გაყიდეს, გლეხებს ძველი წლების დარჩენილი გადასახდელები გადაახდევინეს, ღვინო 1300 მანეთად გაყიდეს და აღებული ფული თვითონ მოიხმარეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ მოურავეებმა ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში ფუტკრის სკა გაანადგურეს, ღობე დაწვეს, ცაცხვის ხეები მოჭრეს და გაყიდეს 52 დესეტინაზე მეტი ტყის მიწა. რუხაძემ თქვა, რომ ამ ყველაფრის შესახებ გამგეობას პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ მოურავების მიერ ილიასეული მამულის განადგურების უტყუარი ფაქტები ჰქონდა, მაგრამ მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამჟღავნებდა თუ მის ნათქვამში ეჭვს შეიტანდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამულის საქმეების გასაუმჯობესებლად საჭირო იყო მისი მოვლა-პატრონობა სპეციალისტებისთვის მიენდოთ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 33-ე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და შიო დედაბრიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ალექსანდრე ხახანაშვილის ცხედარი სამარიდან გამოასვენეს 28 ივლისს დის, ინაშვილისა და ექიმ ვლადიმერ ნემსაძის თანხლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, ა. ხახანაშვილი დაეკრძალათ დიდუბის პანთეონში და შეემკოთ ვერცხლის გვირგვინით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მღვდელმა მელიტონ კელენჯერიძემ, თანახმად გამგეობის წინადადებისა, წარმოადგინა შეგროვილი სალიტერატურო მასალა და გამგეობას მოსთხოვა თანხის მესამედის გადახდა ავანსის სახით. გამგეობამ მას 150 მანეთი გადასცა და ასევე დაადგინა, რომ თუ წარმოდგენილი მასალის განხილვის შემდეგ გამგეობა ვერ შეძლებდა მის გამოცემას, მღვდელ კელენჯერიძეს გადაცემული თანხა ვალად ჩაეთვლებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 ივლისს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ატენის სკოლის მზრუნველმა მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანმა, რომ ესაჭიროებოდათ თანხა სკოლის მოსაწყობად. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა, შეეგროვებინა ცნობები ატენის სკოლის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების სტიპენდიატ ანა კაპანაძის თხოვნა სტიპენდიის თანხის გაზრდის თაობაზე. გამგეობამ მას სამგზავრო ფულად 15 მანეთი გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და შიო დედაბრიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მეჯვრისხევის ბიბლიოთეკისთვის აურჩევიათ სამზრუნველოს ახალი წევრები და გამგეობას სთხოვდნენ მათ დამტკიცებას. გამგეობამ დაამტკიცა მეჯვრისხევის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ახალი წევრები.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პედაგოგმა კირილე ძოძუაშვილმა წარმოადგინა კამილ ფლამარიონის თხზულების „Папулярная астрономя“ -ს თარგმანი და სთხოვა გამგეობას მიეღოთ დასაბეჭდად. გამგეობამ მისი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.