ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46638

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 34-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ალექსანდრე ყიფშიძე; სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 21 იანვრიდან 7 აგვისტომდე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და სხვ. სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს წიგნების ანგარიშში 13.18 გადასცა, ვასილ ყიფიანს — 70.40, თეოფილე ბოლქვაძეს — 10.70, ბეგლარ ფიღინოვს — 2.76, დიმიტრი არაყიშვილს კი — 17.25 მან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ კომისიამ ივანე ჯავახიშვილის, ანატოლი კალგინის, ჰენრიკ გრინევსკის, სიმონ კლდიაშვილისა და პეტრე მამრაძის შემადგენლობით, შეიმუშავა ილიას ძეგლის გადაკეთების პროექტი, რომლისთვისაც საჭირო იყო 1065 მანეთი. გამგეობამ დაამტკიცა მათი პროექტი და ითხოვა ძეგლი აგვისტოში მზად ყოფილიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ სარევიზიო და საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის მოხსენება ილია ჭავჭავაძისეული სახლ-კარის მდგომარეობის შესახებ ზედაპირული იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისია საზოგადოებას ურჩევდა ილია ჭავჭავაძისეული სახლ-კარის მიწები გლეხებისთვის მიეყიდათ.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 20 ოქტომბერს გამგეობამ მოისმინა ქუთაისისა და სენაკის სათავადზანაურო სკოლების სამზრუნველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სიტყვიერი თხოვნა დამზღვევ საზოგადოებისგან მიღებული ფულის მოხმარების შესახებ. გამგეობამ შესაფერისი პასუხის გასაცემად დავით კარიჭაშვილს დაავალა სკოლების ვითარების შესწავლა და შემდეგ მოხსენების გაკეთება.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 1-ელ ნოემბერს დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება სენაკის სკოლის მდგომარეობის შესახებ, რომლის განხილვა მისი სირთულის გამო გამგეობამ გადადო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს პეტრე ხეცურიანი სოფელ ლუხვანოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 37-ე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი და ილია ჭავჭავაძე; სხდომაზე გამგეობამ არჩილ ქუთათელაძეს წიგნების ანგარიშში 100 მანეთი გადასცა, ნიკოლოზ ბადრიძეს – 2.40, დურგალ დ. ნონიკაშვილს – 65, გადაიხადეს საზოგადოების სხვა ხარჯებიც, რამაც სულ 187 მანეთი შეადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე დემუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 14 მან., ანასტასია წერეთლისას – 8.40 მან., წინარეხის სკოლის პედაგოგ გიორგაძეს – 9.75 მან., ასევე სხვადასხვა წიგნის ყდების დასამზადებლად და საზოგადოების კანცელარიისთვის ნივთების შესაძენად დახარჯეს გარკვეული თანხა, სულ ჯამში კი 347 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა და ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა; სხდომაზე ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნების ანგარიშში 10 მანეთი გადასცეს, ალექსანდრე მირაქოვს – 0.92, ნიკოლოზ ბადრიძეს – 9 მანეთი, ეკატერინე ასათიანისას კი – 3, ასევე წარადგინეს შეძენილი წიგნების სია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 29-ე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს 52 მანეთი გადასცა, არისტო ქუთათელაძეს – 56, მაქსიმე შარაძეს – 39 მან. გარკვეული თანხა საზოგადოების წიგნებისთვის მარკების, ყდისა და კარიკატურების დასამზადებლად გასცეს. ჯამში გამგეობის ხარჯმა 233.10 მანეთი შეადგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში 100 მანეთი გადასცეს, ნიკოლოზ ბადრიძეს – 16.20, გ. გუიჯიანს სურათების ანგარიშში – 0.80 და ზაქარია გრიქუროვს – 40. სულ გამგეობამ 157 მანეთი გასცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ გამგეობა ცდილობდა საგურამოს მამულის ვალი როგორმე გადაეხადა, რათა ილიასეული სახლ-კარი შეენარჩუნებინა და სამარცხვინოდ ხელიდან არ გამოსცლოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დარჩენილი ვალის – 28825 მან. და 50 კაპიკის გადახდა სასწრაფო არ იყო. აგრეთვე, მამულის საქმეებს რიგიანად გაძღოლა სჭირდებოდა, რათა ყოველწლიურად საერო და ბანკის გადასახადები თავის დროზე გადახდილიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დარჩენილი ვალი იყო 28825 მანეთი და 50 კაპიკი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ 1908 წელს საგურამოს მამულის ვალი მთლიანად შეადგენდა 44260 მანეთს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ყიფშიძის განაცხადებით ილია ჭავჭავაძისეულ საგურამოს მამულს 2 000 მანეთი საერო გადასახადი ჰქონდა გადასახდელი, 1 200 – მოიჯარეებისა, 2 500 – პეტრე ფრიდონოვისა, 14500 – კერძო ვექილებისა და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან სახლი გასარემონტებელი იყო. სახურავის შეღებვას და სხვა სამუშაოებს 500 მანეთი სჭირდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან კარ-მიდამო და ეზო მოუვლელი იყო. მოიჯარეები ეზოს მოსავლელად ვეღარ იცლიდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან მამულში სასმელ-სარწყავი წყალი თითქმის შეწყვეტილი იყო, წყლის მილებს შეკეთება სჭირდებოდა, რაც 100 მანეთის ხარჯს უდრიდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დასათვალიერებლად ახალი კომისია უნდა აერჩიათ, რადგან ძველმა ხარისხიანად ვერ შეასრულა ვალდებულება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 32-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და შიო დედაბრიშვილი.