ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48071

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 1-ლ მარტს დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა, ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად. გამგეობამ სულ 35 წიგნი გაუგზავნა, აქედან 26 წიგნი თითო ეგზემპლარი, 9 – ორ-ორი, და 2 – სამ-სამი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, მეჯვრისხევის სკოლისთვის საჭირო იყო: 15-15 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ბუნების კარი“, სახატავი რვეულები (დახაზული ნიმუშები), ჯუღელის ან უმიკაშვილის წერის დედანი, ლოცვანი, ლაზარე ტურიევის „საღმრთო ისტორია“ და „ლოცვების განმარტება“, 2 ეგზემპლარი ოლ. დიდებულიძის თარგმნილი „არითმეტიკული გამოცანები“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 1-ლ მარტს დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ შემოწირული წიგნები მთლიანად ღარიბ მოსწავლეებს დაურიგა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ენისლის სკოლის მასწავლებელ პ. ხატიევს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N93.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ ენისლის სკოლის მასწავლებელმა პ. ხატიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ცნობები სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 1-ელ თებერვალს სოფ. ენისელის სკოლის მასწავლებელმა პ. ხატიევმა სკოლის ბიბლიოთეკისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 28 სხვადასხვა საკითხავი წიგნი მიიღო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა პ. ხატიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1-ელ თებერვალს სოფ. ენისელის სკოლაში მიღებული საკითხავი წიგნები (28 ცალი) ინახებოდა ბიბლიოთეკაში და თავისუფალ დროს მოსწავლეები კითხულობდნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა პ. ხატიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ ენისლის სკოლაში არცერთი სახელმძღვანელო წიგნი და სასწავლო ნივთი არ მიუღიათ მოსწავლეთათვის დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პ. ხატიევის ცნობით, 1881 წლის 27 ნოემბრისთვის სოფელ ენისლის სკოლაში სწავლობდა 26 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პ. ხატიევის ცნობით, 1881 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით სოფელ ენისელის სკოლაში 6 მოსწავლეც კი არ იყო შეძლებული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელ ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ გამგეობის ბრძანებისამებრ, რომელიც მიიღო 22 ნოემბერს, მომავალი წლიდან სოფელ შემოქმედის სკოლის შესახებ ცნობებს წარადგენდა ყოველი წლის 1-ელ მარტს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა ვლადიმერ ჯავახიშვილმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშასთან შედარებით მატერიალურად ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო, მაინც უჭირდა 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა და მუშას, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ვრცელდებოდა ხალხში, ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, სოფლებში საზოგადოების განყოფილებები სწორედ მათი დახმარებით იხსნებოდა. აქედან გამომდინარე, უსამართლობა იყო იმის თქმა, რომ მოსახლეობა არ იყო მზად საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის მისაღებად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ხალხისთვის უფლება უნდა მიეცათ ჩაბმულიყვნენ საზოგადოების კულტურულ საქმიანობაში.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იროდი გლ.-ს ძე ბოლქვაძე, ვასილ ელიზბარის ძე ბერიაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ბებურიშვილი და არსენ ოქროპირის ძე მინაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების საქმისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა თუ გამგეობას ორი-სამი მუშა შეუერთდებოდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იაკობ ბახია, ნიკიფორე ილარიონის ძე ბურჭულაძე, თებრონე ერმილეს ასული ბურჭულაძე, სერაპიონ იოსების ძე ბურჭულაძე და მიხეილ დავითის ძე ბარნაბიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ მუშაობდა სახალხო უნივერსიტეტში, სადაც ურთიერთობა მუშებთან ჰქონდა, სიამოვნებით უსმენდა მათ საუბარს და კარგი შთაბეჭდილებებით დაამახსოვრდა ისინი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: აკაკი არტემის ძე ბუაჩიძე, ნიკო ილიას ძე ბერეჟიანი, ივანე ერასტის ძე ბერძენიშვილი, მოსე მარიკოს ძე ბიბინეიშვილი და გიორგი (გიგო) ბერელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სვიმონ გრიგოლის ძე ბუკია, ვანო ეგნატეს ძე ბერაძე, მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი, ივანე ესტატეს ძე ბედოშვილი და ელენე მიხეილის ასული ბილანაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ეფრემ მიხეილის ძე ბილანაშვილი, ნატალია ბეროზაშვილი და ალექსანდრე დიმიტრის ძე ბზიავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე სახალხო უნივერსიტეტში მუშაობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ დაუშვებელი იყო დემოკრატიულ ხანაში ადამიანებისთვის სოციალური სტატუსის მიხედვით განესაზღვრათ უფლება-მოვალეობები.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ივანე ალექსის ძე ბუქურაული, ნინო ვლადიმირის ასული ბაქრაძე და ვლას მელიტონის ძე ბოხოხაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.