რეგისტრირებული ფაქტები46614
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისში ფუნქციონირებდა სასწავლებელი და საყმაწვილო ბაღი, რომელიც იოსებ ოცხელს ეკუთვნოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 28 აგვისტოს ან. დავითიშვილმა სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აგვისტოს დავით კარიჭაშვილი სწერს თონეთის სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელ მამა პართენ ცაგარელს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა მისი შრომის ჯილდოდ, თონეთის სკოლაში საღვთო სჯულის სწავლებისთვის უგზავნის 3 თუმანს, ასევე სთხოვს, ფულის მიღება აუწყოს გამგეობას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა ალექსანდრე გარსევანიშვილს, რომ 18 ივნისის დადგენილებით, ის დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ სიმონ ღოღობერიძის ადგილას. გამგეობა მას სთხოვდა, 1-ლ სექტემბრამდე ჩაებარებინა სკოლა ყოფილი გამგისა და სამზრუნველო კომიტეტისგან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 აგვისტოს გრიგოლ გოლიცინმა რკინიგზის გამგის, ვურცელის თანდასწრებით ყარსის რკინიგზა დაათვალიერა. მას ძალიან მოეწონა ნამუშევარი და ვურცელს მადლობა გადაუხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 აგვისტოს ურიათუბანში ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს, რომელიც განსვენებული დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძის მიერ დატოვებული ანდერძის მიხედვით მისმა ძმამ, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ ააშენა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ განცხადების მიხედვით, ქართული თეატრის ამხანაგობის გამგეობა დამდეგი სეზონისთვის სცენისმოყვარეებს ძალების გამოსაცდელად იწვევდა. მსურველებს პავლე როსტომის ძე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეორე სხდომა. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ თომა მთავრიშვილმა უარი განაცხადა სენაკის სკოლის ინსპექტორობაზე, რის შემდეგაც გამგეობამ სენაკის სკოლაში მოახდინა ცვლილებები: 1) მასწავლებელი ისიდორე რამიშვილი გადაიყვანა ბათუმის სკოლაში უფროს მასწავლებლად, ხოლო მიხეილ შარაშიძე სენაკის სკოლაში, 2) ბათუმის სკოლაში დანიშნეს ტერენტი წერეთელი და 3) სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს დაავალეს საზოგადოებისთვის წარმოედგინა სკოლის ანგარიში.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 19 აგვისტოს თბილისელმა ვაჭარმა, სიმონ მატინიანცმა გამოაცხადა, რომ არშაკ ხეჩატუროვმა ძალა იხმარა ცამეტის წლის სერგო ნადირაძეზე, რომელიც შორაპნის მაზრაში ცხოვრობდა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 16 აგვისტოს დავით კარიჭაშვილმა მისწერა წერილი ივანე გომელაურს სათავადაზნაურო სკოლებში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ თხოვნის პასუხად. ის აცნობებს, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლა არ ექვემდებარება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და გამგეობას უფლება არ აქვს, მასწავლებლად განაწესოს. მასწავლებლის ადგილისთვის უნდა მიმართოს სკოლის ინსპექტორს. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა, მართალია, ექვემდებარება გამგეობას, მაგრამ მასწავლებლობის თხოვნის გაგზავნა მაინც საჭიროა სკოლის ინსპექტორისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის წიგნი „ბავშვების მოკეთე“ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი სხირტლაძის მიერ მოწყობილ ბანკის საზაფხულო ბაღში ხშირად იმართებოდა თავშესაქცევი და კულტურული ღონისძიებები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დაბა ყვირილაში ილია მაღლაკელიძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს შეღავათიან ფასად ყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიხეილ გაჩეჩილაძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს ბათუმში შეღავათიან ფასად ყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში იყიდებოდა ივანე მაჭავარიანის მიერ ფრანგული ენიდან ნათარგმნი ერკმან-შატრიანის წიგნი „გლეხი-კაცის ისტორია“. წიგნი 15 შაური ღირდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვასილ კარბელაშვილი ქართული გალობის მასწავლებელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ილია ფერაძემ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში მასწავლებელთა დიდაქტიკის გამოცდა ჩაატარა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ილია ფერაძე სემინარიაში დიდაქტიკის მასწავლებელი იყო.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დავით კასრაძის ფსევდონიმი იყო ფრონისპირელი.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფრონისპირელი დავით კასრაძის ფსევდონიმი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე გომელაური ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროში იყო.