ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ჭიათურის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ჭიათურის განყოფილებას მისწერა, რომ დამატებით ეცნობებინათ 1910 წლის შემოსავლიდან დარჩენილი თანხის ოდენობა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ხონის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ანგარიში ჩაიბარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზუგდიდის ბიბლიოთეკის დამხმარე წევრთა კრების ოქმი ბიბლიოთეკის სამზრუნველოს არჩევნების შესახებ. გამგეობამ ოქმი დაამტკიცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-20 სხდომას ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ა. იაშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 2.24 მან., მიხეილ ნემსაძეს — 37.38 მან., ია კარგარეთელს — 2.30 მან., ზალდასტანიშვილს — 2.20 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს შემოწირულ წიგნთა სია: 1) „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურ ენაზე, 2) პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიისგან მიიღეს რუსული წიგნები, 3) არისტოტელეს კატეგორიების განმარტება სომხურ ენაზე და ვუკოლ ბერიძის სიტყვის კონა. გამგეობამ შემომწირველებს წერილობითი მადლობა გაუგზავნა.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების წევრობის კანდიდატები ბესარიონ სოფრომის ძე ჩიბურდანიძე, აქვსენტი ამბაკოს ძე მახარაძე და ნესტორ ჭანიშვილი იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 23-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა ილიას ძეგლის შესახებ. გამგეობამ სვიმონ კლდიაშვილს, გიგო ქურდიანს და დავით ჯორჯაძეს დაავალა გაერკვიათ, თუ რა ნაკლოვანება ჰქონდა ძეგლს და შემდეგ მოეხსენებინათ საზოგადოებისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ თელავის გამგეობა ითხოვდა გაეგზავნათ ვექილი 31 მაისს სასამართლოში საქმის დასაცავად. გამგეობამ გრიგოლ რცხილაძეს სთხოვა წასულიყო თელავში და დაეცვა საზოგადოების ინტერესები სამგზავრო ხარჯს კი თავად გამგეობა აანაზღაურებდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ წინასწარ მიეცათ მისთვის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დახმარება, სულ 15 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 დეკემბერის საზოგადოების კრებაზე განიხილეს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თხოვნა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის ფოტოგრაფ დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვის მემკვიდრეთაგან ნეგატივების კოლექციების შესაძენად 35 000 მანეთის სესხად მიცემის თაობაზე. საზოგადოებამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ კერესელიძის განცხადება ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ კერძო პირს თხზულების გამოცემის უფლება არ მისცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელენე კონსტანტინეს ასულ ჯინოშვილის თხოვნა ბიბლიოთეკის ასაშენებლად 250 მანეთის მიცემის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ყალამშიის სკოლის მასწავლებელ გრიგოლ მაჭავარიანს 30 მანეთი გადასცეს.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდისა და სამუზეუმო თანხის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, თუ საზოგადო კრებაზეც მოიწონებდნენ ამ აზრს, მუზეუმისთვის ახალი შენობა უნდა აეშენებინათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგო რომანოზის ძე გორგაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საოზოგადოების გამგეობის სხდომას.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის, მიხეილ გაჩეჩილაძის, კონსტანტინე თუმანიშვილის, ვასილ გადილიას, ზაქარია ჭიჭინაძსა და იოსებ მერკვილაძის თხოვნა, გამგეობას მოეწყო წიგნით მოვაჭრეებისა და გამომცემლების კრება. გამგეობამ კრების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თავადმა კონსტანტინე აფხაზმა და ელისაბედ საგინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიწამურში ჯვრის დასადგმელად და ილია ჭავჭავაძის სახლის შესაკეთებლად 700 მანეთი შესწირეს.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძეს ჰქონდა წიგნის მაღაზია.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

ტიპი: თანამდებობა

ნიკო ადამია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის მოლარე.