რეგისტრირებული ფაქტები46614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები კონდრატე ამბაკოს ძე მახარაძე, იასონ დავითის ძე მოწერელია და დომენტი გიგოს ძე ნადირაძე იყვნენ.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ყაზბეგის წერილი, რომელიც გაუგზავნა ალექსანდრე მდივანს სხვადასხვა საკითხის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ შიო დედაბრიშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 10.42 მან., იაკობ გოგებაშვილს — 200 მან. და ვასილ ყიფიანისთვის უნდა მიეცათ — 231.40 მანეთი.
ტიპი: ღონისძიება
მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი კერძო დაწესებულება იყო, სადაც შესვლა და მუშაობა მხოლოდ გამგის ნებართვით შეიძლებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე გადაწყდა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს მინდობოდათ იმ ხელნაწერებისა და მინიატურების შერჩევა, რომელთა ფოტოებიც ლაიფციგში გამოფენისთვის უნდა გაეგზავნათ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარეს, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს, მისწერა, რომ 8 ნოემბერს გამგეობამ განიხილა მისი წინადადება ცისკარაშვილის ქვრივის მიწისა და ე. წ. ფიქრის გორის გასასტუმრებლად გაწეული ხარჯის დაფარვის შესახებ და საქმის მოგვარება გამგეობის წევრ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს მიანდო.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართავს, რომ მუზეუმისთვის შესყიდული მიწა საზოგადოებამ თავის სახელზე დროულად გადაიფორმოს, რათა უკვე მოგვარებული საქმე არ ჩაიშალოს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აღნიშნე, რომ გრიგოლ კორინთელმა საზოგადოებას შესწირა მძივით ნაკერი არშია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომლის თავმჯდომერე იყო ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ელი იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 ივნისს სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ მუზეუმისთვის ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთაზე ადგილი აირჩია. მიწის თორმეტი მეთოთხმეტედი ნაწილი წილოსანის ქვრივს ეკუთვნოდა, ერთი მეთოთხმეტედი – ცისკარაშვილის ქვრივს, ხოლო ერთი მეთოთხმეტედი კი – მალინოვსკის ქვრივს. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ ივანე გომელაურმა საზოგადოებას შესწირა 1 ძველი წიგნი და ხელნაწერი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არტურ ლაისტმა, რომ დახმარება დაენიშნათ ახალგაზრდა პოეტ ალექსანდრე შანშიაშვილისთვის, რომელიც ცხოვრობდა ბერნში და სწავლობდა გერმანულ ენას. მისივე გადმოცემით, შანშიაშვილს სურდა გერმანულ ენაზე დაწერილი პოეზიის თარგმნა ქართულად. გამგეობამ განაცხადა, რომ ამ საკითხს სტიპენდიების განაწილების დროს განიხილავდნენ.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს მღვდელი ნიკოლოზ ბ. სამხარაძე დუშეთის მაზრის სოფელ ახალგორში მსახურობდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 8 მარტს ნიკოლოზ სამხარაძემ ზაქარია ჭიჭინაძის მეშვეობით წერილი გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სამხარაძე საზოგადოებისაგან ითხოვდა ფულად დახმარებას, 120 მანეთს, მის მიერ გახსნილი სკოლისათვის მერხების საყიდლად.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სასოფლო სკოლის მასწავლებელ პარმენ კალაძეს გადასცა სასკოლო ნივთები, იარაღები და წიგნები სკოლის ბიბლიოთეკისათვის: ორბელიანის ლექსები, წმინდა ნინოსა და კაკო ჭავჭავაძის ცხოვრება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი, წარმოადგინეს ხარჯთაღრიცხვა იმ მასალისა, რომლის დაბეჭდვაც განზრახული ჰქონდა გამგეობას ჟურნალ „განათლებაში“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე მგელაძემ და ლიუდმილა ცინცაძემ წარმოადგინეს სასკოლო ფონდისთვის შეგროვებული 25.30 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ იაკობ ორჯონიკიძის ნაცვლად, რომელმაც სასწავლებელი დაასრულა და ყოველთვიურად 12.50 მანეთის ოდენობის სტიპენდიას იღებდა 1911 წლის 1-ელ ივლისამდე, სტიპენდია ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის დაენიშნათ. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხს სტიპენდიების განაწილების დროს განიხილავდნენ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ გომარეთის სკოლაში სამი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 58 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლას გააჩნდა საკუთარი შენობა, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა. გამგეობამ სკოლის მამასახლისს მისწერა, რომ საზოგადოებას სასარგებლოდ მიაჩნდა სკოლაში მეორე მასწავლებლის მოწვევა და ასევე სკოლის 2 კლასიანად გადაკეთება, რათა სწავლის საქმე შედარებით კარგად წარმართულიყო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა საგურამოს მამულის 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და ასევე 1912 წლის მოსალოდნელი შემოსავალ-გასავლის ანგარიშიც. გამგეობამ ა. ყიფშიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის გადამოწმება შიო დედაბრიშვილს დაავალა.