რეგისტრირებული ფაქტები46614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 17-დან 24 დეკემბრამდე საზოგადოებას 22564.82 მანეთი ჰქონდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციამ სოფ. მახოს სკოლის მასწავლებელ აპოლონ ფანცულაიას მაჰმადიანი ქართველებისთვის 80 „დედა ენა“ გაუგზავნა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს კონსტანტინე აფხაზი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი ატენის სკოლის მზრუნველი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს კავკავის განყოფილების 1911 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ ჩაიბარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა, წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 26 აპრილამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ თედო რაზიკაშვილს დახმარება – 70 მან. გადასცა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სპირიდონ ბრეგვაძე მასწავლებლად მუშაობდა შორაპნის მაზრის სოფელ ჩხირაულში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ყვარლის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ანგარიში ჩაიბარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება ბორჯომის განყოფილების არჩევნების შესახებ. გამგეობამ მოხსენება დაამტკიცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს სოხუმის განყოფილების 1911 წლის ანგარიში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ბორჯომის განყოფილების 1911 წლის ანგარიში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს სამტრედიის განყოფილების 1911 წლის ანგარიში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-19 სხდომას ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე მგელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე წარადგინეს ბათუმის განყოფილების 1911 წლის ანგარიში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ საზოგადოების ყოფილ სტიპენდიატ იაკობ ოროჯნიკიძეს ჰქონდა სასწავლებლის ვალი – 37 მანეთი, რომლის დასაფარად გამგეობის დახმარება სჭირდებოდა. უსახსრობის გამო მას დახმარებაზე უარი უთხრეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე. სხდომაზე წარადგინეს 19-21 მარტს გამართული კრებების ოქმები, რომელთა განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე.