ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფუცლიდან” ვიგებთ, რომ მათემატიკის პედაგოგი, კ. Მ. Ბარძიმიშვილი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი შარვაშიძემ მაზრის უფროსებსა და ქალაქის მოურავებს მოსთხოვა ცნობების წარმოდგენა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ შავი ჭირის წინააღმდეგ მიიღეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ქუთაისის გუბერნიასა და ზაქათალას ოლქში მიწების გამიჯვნის 1897 წლის გეგმა დაამტკიცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ასი თუმანი გადაეცა. ეს თანხა სააღდგომოდ ქალაქის ღარიბი მცხოვრებლებისთვის უნდა დაერიგებინათ.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის 10 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დუშეთში დაარსდა საქველმოქმედო საზოგადოება, რომლის მიზანიც ქალებისთვის სასწავლებლის გახსნა იყო. Ამ საქმეს სათავეში სოლომონ Ზანდუკელი და ი. ი. ჩეხოვსკი ედგნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილს ა. ი. სტოიანოვი ბათუმში გიმნაზიისთვის შენობის შესარჩევად ჩავიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით თეოფილე გოგიტიძემ მადლობა გადაუხადა ქუთაისის წიგნების გამომცემელ ამხანაგობას გუდაუთას წიგნთსაცავისთვის ცამეტი წიგნის გადაცემისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ თეოფილე ხუსკივაძესა და ზაქარია ჭიჭინაძეს მადლობა გადაუხადეს სერგეი მესხის სახელობის სახალხო ბიბლიოთეკისა და უფასო სამკითხველოსთვის ქართული წიგნების გადაცემისთვის.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძართან მდებარე საეკლესიო-საარქეოლოგიო „საძველ ნაშთის“ კომიტეტის წევრებად პეტრე ყონჩუაშვილი და გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი დაინიშნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძართან არსებულ საეკლესიო-საარქეოლოგიო „საძველ ნაშთის“ კომიტეტის წევრებად პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი და ალექსანდრე სოლომონის ძე როინიშვილი დაინიშნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე წერილი წაიკითხა დავით კარიჭაშვილმა, რომ ბაქოში გამართული ღონისძიებიდან საზოგადოების სახელზე მიიღეს – 2264 მანეთი და საღამოს ორგანიზატორები გამგეობას სთხოვდნენ, ამ ფულიდან ქალთა კომიტეტისთვის გადაეცათ 400 მანეთი, დრამატული საზოგადოებისთვის – 150 მან., ასევე ქუთაისის საკვირაო სკოლისა და გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკისთვის – 1014 მან., 250 მანეთი კი გადაენახათ ბაქოში საზოგადოების სახელზე ბიბლიოთეკის დასაარსებლად. წერილს ხელს აწერენ: მართა ღოღობერიძე, ნიკოლოზ ჯორჯაძე, გრიგორიევი, ნიკოლოზ ქანანოვი, მიქელაძე და იოსებ დადიანი. წერილის განხილვის შემდეგ საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს თევდორე ჟორდანია გაემგზავრა საჩხერეში, რათა ჯრუჭის მონასტერში დაცული ძველი ხელნაწერები და საეკლესიო ნივთები აღეწერა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბაქოში გამართული ქართული საღამოს შემოსავალი, 2264 მანეთი გადასცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აპრილს ქალაქის საბჭომ განიხილა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის წინადადება. მისი თქმით, „ახალ-მალაკნის ქუჩას“ სახელი უნდა შეეცვალათ და დაერქვათ „შემეტიევის ქუჩა“. საბჭომ ერთხმად მიიღო გუბერნატორის წინადადება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აპრილს ქალაქის საბჭომ განიხილა საჯარო ბიბლიოთეკისა და სამკითხველოს დირექტორის, გუსტავ ივანეს ძე რადეს წინადადება. მისი თქმით, თუკი ბიბლიოთეკას ყოველწლიურად 800 მანეთით გაუზრდიდნენ დაფინანსებას, ასევე ბიბლიოთეკაში გაიყვანდნენ წყლის მილს და ელექტრონით გაანათებდნენ დარბაზებს, ბიბლიოთეკა ღია იქნებოდა ყოველდღე, გარდა კვირისა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 5 აპრილი“ ქართველებისა და სომხების განსხვავებული ხასიათისა და ინტერესების შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით, პეტერბურგის უნივერსიტეტში ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიქტორ კანდელაკი სტიპენდიით ჩაირიცხა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მამია დავითის ძე გურიელის ლექსების კრებული დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 აპრილს ქალაქის გამგეობის წევრებმა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს ამომრჩეველთა შესწორებული სიები წარუდგინეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 აპრილს ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორ გიორგი თუმანიშვილს და აღშფოთება გამოხატა იმ ცილისწამებათა გამო, რომელთაც გაზეთი აქვეყნებდა „ივერიის“ წინააღმდეგ, გააფრთხილა, რომ მასთან საგაზეთო პოლემიკაში ჩაბმის ნაცვლად აპირებდა სიმართლის გასარკვევად მიუკერძოებელ პირთა სასამართლოსთვის მიემართა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 აპრილის „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მარიამ წინამძღვრიშვილსა და ლავრენტი ჯავროვს სოფელ ხოვლეს სამკითხველოში წიგნების გაგზავნისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში – 50 მანეთი გადასცეს, გასცეს თანხა სხვა წვრილმანი ხარჯებისთვისაც. აპრილის ხარჯმა 433.33 მანეთი შეადგინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე გრიგოლ გრიგოლ ტატიშვილს 29 მანთი გადასცეს, ალექსანდრე მირაქოვს — 3.41 მანეთი, ქართველთა ამხანაგობას კი — 200 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს წიგნების ანგარიშში 7.46 მანეთი გადასცეს, ვასილ აბაშიძეს — 6.41 მანეთი, დავით ღამბაშიძეს კი — 100 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველ აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე.