რეგისტრირებული ფაქტები51384
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის პედაგოგმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: 5 ცალი „დედა ენა“, 2 – დ. ბაქრაძის თხზულება „წმინდა ნინო“, 2 – „გლოვა ირაკლი მეორისა“, 3 – „იგავ-არაკნი“, 2-2 „პატარა ბიბლიოთეკა“ და „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ“ (გადმოკეთებული ჯუღელის მიერ), 3 – „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, 2 ცალი გრიგოლ ორბელიანის ლექსები (მეორე გამოცემა) და „ოთხი ლექსი ვახტანგ ვახტანგის ძისა ორბელიანისა“.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 28 ნოემბერს სოფელ მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1-ლ სექტემბერს მიღებული წიგნები არ დაურიგებია სკოლის მოსწავლეთათვის, რადგან მას მუშაობა მხოლოდ ერთი თვის დაწყებული ჰქონდა და შეგირდებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ გომის სკოლის მასწავლებელს, ზაქარია აქუაშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის თებერვალში სოფელ გომის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია აქუაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მხოლოდ ერთხელ მიიღო საკითხავი წიგნები და სახელმძღვანელოები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად, სხვა სასწავლო ნივთები არ მიუღია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ გომის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია აქუაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა მიღებული წიგნების სია: „დედა ენა“ – 6 ეგზემპლარი, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ − 2, „იგავ-არაკნი“ – 3, „თვალსაჩინო სწავლა ახლადშესული ყმაწვილებისთვის“ – 2, სულ 10 მანეთის ღირებულების წიგნები და სახელმძღვანელოები. მისი ცნობით, საზოგადოებისგან შემოწირულ წიგნებს მოსწავლეები ხან კლასში იყენებდნენ, ხან შინ მიჰქონდათ საკითხავად.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ საჩხერის სკოლის მასწავლებელ ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელმა ყარამან ჩხეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ დაბა საჩხერის სკოლას ყველაზე მეტად სჭრიდებოდა და გამგეობას უნდა გამოეგზავნა: „დედა ენა“ – 10 ეგზემპლარი, „ბუნების კარი“ – 8, საწერი რვეულები – 24, სახატავი რვეულები – 24, „საღმრთო ისტორია (მოკლე ვერსია ქართულ ენაზე) – 12, „არითმეტიკული გამოცანები“ – 24, ქართული წერის სასწავლო დედნები – 24 და გრიფილის დაფები – 20.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ კონდოლის სკოლის მასწავლებელ რაჟდენ თარხანოვს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 145.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ჩოჩხათის სკოლის მასწავლებელ ნოე ონისიმეს ძე ორაგველიძეს გაუგზავნა დადგენილება N 50 – კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ მარნის სკოლის მასწავლებელ იასონ ლუკას ძე კაპანაძეს გაუგზავნა დადგენილება და კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა მელენტი ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ ჯუმათის სკოლას ესაჭიროებოდა: „ბუნების კარი“ – 9 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 7, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 2, გ. დიდებულიძის ქართულად თარგმნილი „საღმრთო ისტორია“ – 10, ქართული „ლოცვანი“ – 1, „ლოცვების განმარტება“ – 4, არითმეტიკის კრებული, I ნაწილი – 10, „დედა ენა“ – 10, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 10 და რუსულ-ქართული ლექსიკონი – 10.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ნიგოითის სკოლის მასწავლებელს, კონსტანტინე კალანდარიშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა სკოლაში მიღებული წიგნების სია: „ხორველის ლექსი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ენის გრამატიკა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, ი. დავითაშვილის „სტვირი“ – 1, ივანე როსტომაშვილის „საანგარიშოები“ – 1, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“ – 3, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“ – 2, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, თბილისის საზოგადოების წესდება – 2, ნ. ბარათაშვილის ლექსები – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI“ – 4, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, „ლოცვანი“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 1, ახალი აღთქმა – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებულნი სიბრძნე-სიცრუიდგან, გალექსილნი რაფ. ერისთავის მიერ“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“ – 1, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 2, ა. ჯუღელის „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ, ყმაწვილთათვის“ – 2, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 2, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1.