რეგისტრირებული ფაქტები46545
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 21 აპრილის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხი, რომ იაკობ გოგებაშვილისა და ისიდორე რამიშვილის შუამდგომლობით გრიგოლ ვოლსკისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები, რომლებსაც ის გადასცემდა ხულოს სკოლის პედაგოგ ალექსანდრე მგელაძეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი მარიამ ხოსიტაშვილისა და სიმონ ბადურაშვილის დახმარების თაობაზე. გამგეობამ მარიამ ხოსიტაშვილს დახმარების სახით დაუნიშნა თითო თუმანი 4 თვის განმავლობაში, ხოლო ბადურაშვილს 60 მანეთი, თვიურად 15 მანეთი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მკურნალმა მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა, რომ დაეთმოთ მისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემა. გამგეობამ დაადგინა, რომ მოეწვიათ გედევანიშვილი შემდეგ სხდომაზე და პირისპირ მოლაპარაკებოდნენ ამ საკითხზე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანმა ბორჯომის განყოფილების წევრთა საზოგადო კრებაზე მომხდარი უწესო არჩევნების შესახებ. გამგეობამ განაცხადა, რომ გამგეობისთვის წარმოედგინათ კრების ოქმი და ასევე გაეცათ პასუხი ვლადიმერ ყიფიანის განცხადებაზე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების მესამე რაიონის ინსპექტორის წერილი, რომ სურს გორში, სოფელ ხელთუბანში დაარსოს სამინისტრო სკოლა, რისთვისაც გადადებული ჰქონია საჭირო თანხა. მისი განცხადებით, რადგან ხელთუბნის მოსახლეობა ღარიბია და არ შეუძლია სკოლისთვის შენობის აგება ან დაქირავება, ამიტომ გამგეობა ვალდებულია ხელთუბნის მომავალ სკოლას გადასცეს ყოფილი ქართული სკოლის შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა მისული და ასევე მიწა, რომელზეც ეს სკოლა მდებარეობს. გამგეობამ განაცხადა, რომ მათ კომპეტენციას არ შეადგენდა აღნიშნული საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა ზუბალაშვილების სტიპენდიის თაობაზე. გამგეობამ განაცხადა, რომ ახალი სტიპენდიების დანიშვნა ან ძველების განხილვა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ძველი სტიპენდიატებისთვის გაეგრძელებინათ სტიპენდიის გადახდა. ხოლო იოსებ გოგოლაშვილს, აკაკი ფაღავას, ვლადიმერ ორჯონიკიძეს, თამარ ხარაბაძეს და გიორგი ებრალიძეს მხოლოდ 1912 წლის პირველ ივლისამდე გადაუხდიდნენ სტიპენდიას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ მიხეილ ქურჩიშვილისთვის მიეცათ ძველი ვალი 6 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მდივანი წარმოადგინეს 1912 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვით გამგეობის შემოსავალ-გასავალი შეადგენდა 18198 მანეთს. ანგარიში გამგეობამ დაამტკიცა და ასევე საზოგადოებასაც წარუდგინა დასამტკიცებლად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ რცხილაძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 23 იანვრიდან 10 თებერვლამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა ნიკოლოზ ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ რცხილაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ძმები ზუბალაშვილების გადაწყვეტილებით, ისინი კიდევ გამოუგზავნიდნენ გამგეობას 20000 მანეთს, რომელიც გადანაწილებული იქნებოდა 4 წელზე, რის შედეგადაც გამგეობას სტიპენდიების თანხის შემცირება მოუწევდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომლის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ პეტრე მამრაძეს ნება დართო, რომ ილიას ძეგლის გარშემო ჩასატარებელი სამუშაოებისთვის დაეხარჯა 40 მანეთამდე თანხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 23 იანვრიდან 7 თებერვლამდე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი აპრილიდან 20 აპრილამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა გიორგი ყაზბეეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არტურ ლაისტს საზოგადოების ბიბლიოთეკიდან იროდიონ ევდოშვილის, გრიგოლ აბაშიძისა და თეიმურაზ ბატონიშვილის ლექსები ათხოვა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს პეტრე ივანეს ძე მეფისაშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი და ალექსანდრე იოსების ძე გოგიტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს პარმენ დავითის ძე გამყრელიძე, კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე და კ.ი. ჭელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებაში არსებობდა პედაგოგიური, საფინანსო, საბიბლიოთეკო და თეატრალური კომისიები.