ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48008

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1907 წლებში სილოვან იუსტინეს ძე შუბლაძე გომუხაყრუის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ლუარსაბ ყრუაშვილი ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა შეკრიბა მუშა ხელოსანთა ამხანაგობა, რომელიც სახალხო წარმოდგენებს მართავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლები თედო სახოკიამ სოხუმში გაატარა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898-1900 წლებში თედო სახოკიამ გამოაქვეყნა რამდენიმე წერილი უსტომსკის გაზეთ „C.Петербургские Ведомости“-ში სოხუმში წირვა-ლოცვის სლავურ ენაზე ჩატარების პრობლემის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898-1900 წლებში თედო სახოკია წერდა, რომ სოხუმში ქართველთა გარუსების მისიონერები მეგრელთათვის ხსნიდნენ სკოლებს, რათა მათ არ გაეგოთ რომ ისინი ქართველები არიან და სკოლებში სწავლა ქართულ ენაზე არ მოეთხოვათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თედო სახოკიამ რაჭაში იმოგზაურა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898-1900 წლებში თედო სახოკია წერდა, რომ სოხუმის მთლიანი ოლქის მოსახლეობის 80%-ს მეგრელები შეადგენდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898-1900 წლებში თედო სახოკია წერდა, რომ სოხუმის სკოლებში რუსული როგორც სახელმწიფო ენა ისე ისწავლებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898-1900 წლებში თედო სახოკია წერდა, რომ სოხუმის ადმინისტრაციაში თანამდებობები უვიც და ტლანქ რუს ჩინოვნიკებს ეკავათ, რომელთა უმრავლესობა მექრთამე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკია წერდა, რომ 1898-1900 წლებში სოხუმში უძრავი ქონება ქართველებს ეკუთვნოდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლებში თედო სახოკია სოხუმში თავგანწირვით ებრძოდა რუსული იმპერიალიზმის მიერ ქართველთა გარუსების პოლიტიკას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ნიკორწმინდაში ჩასულმა თედო სახოკიამ აღმოაჩინა, რომ რაჭაში მოგზაურობის ამსახველი მთელი მასალა გზაში დაკარგვოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს რაჭაში მოგზაურობისას თედო სახოკიამ დიდძალი მასალა შეკრიბა ამ მხარის აღსაწერად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წიგნი „Тифлисское Древнехранилище“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან მოსე ჯანაშვილი დიმიტრი ბაქრაძის მიერ სიონთან დაარსებული სიძველეთა საცავის გამგე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ივერიის“ №84-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა გიორგი ქოჩაკიძის ნეკროლოგი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ივერიის“ №138-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა თამარ ქართველიშვილის ნეკროლოგი.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს გარდაიცვალა ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს „ივერიაში“ მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა ალექსანდრე როინაშვილის ნეკროლოგი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან მოსე ჯანაშვილი დიმიტრი ბაქრაძის ასისტენტი იყო სიონთან არსებულ სიძველეთ-საცავში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქალაქ ფოთის გამგეობის უფროს ბუღალტრად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფარცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობის უფროს ბუღალტრად.