ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული მუზეუმის შენობის აშენება ფიქრის გორაზე გადაწყდა, ამიტომ საჭირო იყო ახალი გეგმის შედგენა. გეგმის კონკურსი ადგილობრივ გაზეთებში უნდა გამოეცხადებინათ. წინასწარ მუშაობისა და გეგმის კონკურსის ხარჯი ერთად 3000 მანეთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. გეგმა ისე უნდა შეედგინათ, რომ მომავალში შენობის გაფართოება შესაძლებელი ყოფილიყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის გაყიდული მამულებიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეიძლებოდა 120000-140000 მანეთი შემოსვლოდა. ეს თანხა საკმარისი არ იყო მუზეუმის შენობის ასაშენებლად, ამიტომ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა კომისიის წევრებს შეკითხვით მიმართა: საჭიროდ თვლიდნენ თუ არა მოქალაქეებისთვის თხოვნით მიემართათ, რომ ამ საერო საქმეში საზოგადოებას შესაძლებლობის მიხედვით დახმარებოდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მუზეუმის შენობის ასაშენებლად ხელის მოწერით თანხის შეგროვება უხერხული იქნებოდა და საკმარისი თანხა მაინც ვერ შეგროვდებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის იხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ჭირისუფლები ერთ-ერთი მამულის გაყიდვას აპირებდნენ, რომლის ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ. საზოგადოება ამ თანხით სამუზეუმო ადგილის ვალის გადახდას აპირებდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მის ჭირისუფლებს ანდერძში დასახელებული მამულები უნდა გაეყიდათ და შემოსავლის ნახევარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაეცათ, რომელიც ქართული მუზეუმის აშენებას უნდა მოხმარებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სამუზეუმო სექციის მდივანი და თავმჯდომარის მოადგილე უნდა აერჩიათ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სექციის თავმჯდომარედ დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, ხოლო მდივნად იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი აირჩიეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე გადაწყვიტეს სარგის კაკაბაძისთვის „შარდენის მოგზაურობა აღმოსავლეთში“ თითო წიგნად, ვადის განსაზღვრით სახლში ეთხოვებინათ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სარგის კაკაბაძის განცხადება განიხილეს. მას რამდენიმე ძველი ქართული ტექსტი ჰქონდა შეკრებილი და გამგეობას მათ გამოცემას სთხოვდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სარგის კაკაბაძის განცხადება განიხილეს. ის მელქისედეკ კათალიკოსის სიგელის დასაბეჭდად ოც მანეთს ითხოვდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე სარგის კაკაბაძის განცხადება განიხილეს. ის გამგეობას „იოსებ ზილიხანიანის“ გამოცემას და „XVIII საუკუნის საქართველოში ბატონ-ყმობის“ გამოკვლევას სთხოვდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს მელქისედეკ კათალიკოსის სიგელის გამოცემაზე უარი უთხრა, რადგან კატალოგების გამოსაცემად გამგეობას თანხა არ ჰქონდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს „იოსებ ზილიხანიანის“ გამოცემისა და „XVIII საუკუნის საქართველოში ბატონ-ყმობის“ გამოკვლევის შესახებ უარი უთხრა, რადგან ამ საკითხის მოგვარება საგამომცემლო სექციას ეკუთვნოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მღვდელმა ბართლომე მათეს ძე ხარებავამ და მღვდელმა ი. ხაბაზიშვილმა გადაიხადეს საწევრო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ნიკოლოზ ხარლამპის ძე ხუციშვილი, აპოლონ სპირიდონის ძე ხაჟალია, ირაკლი ბესარიონის ძე ჯაოშვილი და პლატონ ჯაფარიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: იულია ჯუღელი, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბაშვილი, ანტონ ქაიხოსროს ძე ჯაფარიძე, ეკატერინე ჯგუშია, თეოფანე ჯოჯუა, ნიკო თომას ძე ჯანჯალაძე, მიხეილ ფარნას ძე ჯიოშვილი და შალვა ლევანის ძე ჯავახიშვილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ნინო ივანეს ასული ჯანდიერი, ფილიპე უშანგის ძე ჯალაგანიძე, სევერიანე ნიკოლოზის ძე ჯაფარიძე, მირიან ლუკას ძე ჯინორიძე და გრიგოლ დარისპანის ძე ჯანელიძე.

1912

ტიპი: გარდაცვალება

თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის ჩანაწერი N 8 იუწყება, რომ 1912 წლის პირველ ივნისს სამოცდათორმეტი წლის ასაკში წვრილი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა მღვდლის შვილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სექციის დადგენილებით მუზეუმ-წიგნსაცავიდან ლაიფციგში, მსოფლიო გამოფენაზე, საუკეთესო ხელნაწერებისა და მინიატურების სურათები და ზოგიერთი ძველი და ახალი ნაბეჭდი წიგნები გაგზავნეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ რუსული და სხვა უცხოური წიგნებიდან უნდა გამოეყოთ ისეთი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა, ასევე გამოეცათ მნიშვნელოვანი წიგნები და დოკუმენტები.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე იროდიონ სონღულაშვილის განცხადება განიხილეს, რომელიც წიგნსაცავისა და მუზეუმის შემოწმებას და შემოწმების შემდეგ სამუზეუმო სექციისთვის ჩაბარებას ითხოვდა. გამგეობამ სონღულაშვილის წინადადება მიიღო.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე განიხილეს ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება – მხატვარ მოსე თოიძის სურათების შესაძენად 200 მანეთს ითხოვდა. გამგეობამ თაყაიშვილის წინადადება დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ გურიაში ბიბლიოთეკების გახსნის საქმე კარგად იყო მოწყობილი. მაგალითად, ქვიანში, შუხუთში და სხვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სექციის დადგენილებით მუზეუმისთვის დავით კაკაბაძისაგან ორი სურათი (სოლომონ მეფე და აველის სტილზე ნახატი მონადირე) შეიძინა.