რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ატენის სკოლისათვის მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ ატენის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ მაქსიმე მარკოზაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა აპოლონ წულაძემ, რომ დახმარება გაეწიათ მისი შვილისათვის, რომელიც სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. გამგეობამ დაადგინა, რომ ა. წულაძის შვილისთვის გაენაწილებინათ 50 მანეთი 4 თვის განმავლობაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ სტეფანე ნიკოლაიშვილისთვის სასწრაფოდ გადეცათ გიორგიწმინდაში წასასვლელად 10 მანეთი, რათა დაუყოვნებლივ შესდგომოდა მოვალეობის შესრულებას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სარგის კაკაბაძემ, საზოგადოების ბიბლიოთეკიდან სამეცადინოდ წიგნები ეთხოვებინათ, რაზეც გამგეობამ უარი უთხრეს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მზრუნველმა, სენაკის სკოლის გამგისა და მასწავლებელთა არჩევის შესახებ, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეორე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განგეობამ სერგი გორგაძეს წიგნების ანგარიშში გადასცა — 25.94 მან., იპოლიტე ვართაგავას თელავში წასასვლელად — 6.10 მან., იასონ კერესელიძეს — 190.50 მან., დოისიციანს — 8.55 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის საქმე, რომელსაც თან ერთვის ცნობა, რომ სენაკის სკოლა მდებარეობდა თავადი მინგრელსკის მიწაზე. რადგან სკოლის შენობა ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო და მასწავლებლებსაც არ ჰქონდათ კუთვნილი ხელფასი მიღებული, გადაწყვიტეს, სკოლის მიწა და შენობა ბანკში დაეგირავებინათ, აღებული ფულით კი დაემთავრებინათ სკოლის შეკეთება და გადაეხადათ მასწავლებლების ხელფასი. ამისათვის საჭირო იყო მიწა დაემტკიცებინათ საზოგადოების სახელზე, რისთვისაც მამულის გამგე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ საზოგადოებას მოსთხოვა ვალდებულების ქაღალდი, რომლის თანახმად, თუ ოდესმე სკოლა დაიხურებოდა, საზოგადოების ვალდებულება იქნებოდა თავადი მინგრელსკისათვის გადაეხადა 2500 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ სასამართლო წესით ეცდებოდნენ დაემტკიცებინათ მამული საზოგადოების სახელზე, ხოლო მინგრელსკის მოურავს სთხოვეს, საზოგადოება გაეთავისუფლებინა 2500 მანეთის გადახდის ვალდებულებისაგან.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი, თუ როგორ უნდა აღენიშნათ 27 ოქტომბერს ილიას 75 წლის იუბილე, რაზედაც გამგეობამ დაადგინა, რომ 4 ოქტომბერს უნდა მოეწვიათ განსაკუთრებული კრება, რომელსაც დაესწრებოდნენ გამგეობის დაწესებულებათა წარმომადგენლები. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში სარგის კაკაბაძეს გადასცა — 7.33 მან., კონსტანტინე მესხიშვილს — 88.18 მან., ასევე დაფარეს საკანცელარიო ხარჯი, განათების ხარჯი და საზოგადოების სხვა ხარჯი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამესამე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე მგელაძე და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ სოხუმის განყოფილებისა და სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ მოხსენების ასლი გაეგზავნათ სოხუმის განყოფილებისთვის, ასევე გაერკვიათ საჭირო წიგნების ფორმები, რომელსაც შემდეგ დაბეჭდავდნენ და ყველა განყოფილების გამგეობას გაუგზავნიდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი შრომის სკოლისთვის მასწავლებლის მოწვევის შესახებ. გამგეობამ მასწავლებლის არჩევა შრომის სკოლისთვის დაავალა სასკოლო სექციას, ხოლო მასწავლებლის გაგზავნა თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გამგეობამ ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის შესახებ დაადგინა: 1) სტიპენდიის მიმღები დაექვემდებარებოდა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიების შესახებ შემუშავებულ საზოგადო წესებს, რომლებიც გამგეობამ1907 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. 2) ანდერძის თანახმად, ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიებზე 1912 წლის განმავლობაში დაიხარჯებოდა 20000 მანეთის სარგებელი, რაც ხარჯგამოკლებით შეადგენდა 918 მანეთს. 3) ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაინიშნებოდა თვეში 25 მანეთი. 4) 918 მანეთის ნაშთი დაემატებოდა მომდევნო წლის სარგებელს და უნდა მოხმარებოდა სტიპენდიების გაზრდას ან ახალი სტიპენდიების დანიშვნას.