რეგისტრირებული ფაქტები46536
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოხუმის ოლქის მღვდელმა ავქსენტი სახოკიამ, რომ გაეგზავნათ საჭირო სახელმძღვანელოები მისდამი რწმუნებული სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესასწავლად. გამგეობამ ავქსენტი სახოკიას თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიის გამგედ დაენიშნათ გარდაცვლილის ბიძაშვილი ვასილ როინაშვილი, რომელსაც ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 5 თუმანს და ასევე გადასცემდნენ მოგების 25%-ს. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისისა და სენაკის სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის ახალ წევრებს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე გამგეობისთვის უნდა მოეხსენებინათ თავიანთი მოსაზრება სკოლებისთვის შედგენილი ინსტრუქციის შესახებ. სხდომაზე განაცხადეს რომ ახალმა კომიტეტმა თავმჯდომარედ აირჩია დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, მდივნად კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ექვთიმე თაყაიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, გიორგი კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, რომ ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ 8 თუმნის ღირებულების ჟურნალ-გაზეთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სკოლათა ზედამხედველმა თედო ჟორდანიამ, რომ სკოლებისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები. გამგეობამ თ. ჟორდანიას თხოვნა დააკმაყოფილა და ასევე მოითხოვა საჭირო წიგნთა სია გამოეგზავნათ საზოგადოებისთვის.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის წერილი სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ წელიწადში 2 თუმანი გადაედოთ სკოლის მსახურთათვის დასარიგებლად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ შეედგინათ სტატისტიკური ცნობები იმის შესახებ თუ რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა, შემდეგ სად წავიდნენ ისინი და ირიცხებოდნენ თუ არა საზოგადოების წევრებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლების ხელფასი 40 მანეთი ყოფილიყო და ყოველ ხუთ წელში თითო თუმანი მოემატებინათ მანამ, სანამ 70 მანეთამდე არ გაიზრდებოდა მათი ხელფასის რაოდენობა. მისი აზრით, ხელფასის მომატება მასწავლებლების მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიის წევრებმა ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობათა გამოცემის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე ზურაბიშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ხაზინადარი ნოე ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვს, გაზეთ „ისარში" გამოაცხადონ, რომ ფოთის ქალაქის გამგეობის თანამშრომლები კისრულობენ, ვიდრე სამსახური ექნებათ, ყოველთვიურად შეეწიონ ილიას ფონდს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ხაზინადარ ნოე ჟღენტის ცნობით, ილიას ფონდისთვის ერთჯერადი შესაწირი გაიღეს ვ. ბ. ხარაბაძემ (10 მან.) და მიხეილ დარახველიძემ (8 მან.).
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გიორგი რევაზის ძე ვაჩნაძემ და რამონ ვაშაყმაძემ გადაიხადეს საწევრო.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის გამგის, ტიტე კახიძის თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ახლად გათავისუფლებული კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის შესახებ დაადგინა, რომ მისთვის გამოეცხადებინა მადლობა კავკავის სკოლაში 10 წლის მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის და ეთხოვა, არ მოეკლო თავისი ზრუნვა სკოლისთვის მომავალშიც. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, კავკავის სკოლის გამგეობა ტიტე კახიძის ნაცვლად დროებით ჩაებარებინათ ამავე სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძისთვის. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 15 ივნისიდან ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე იყო კავკავის სკოლის დროებითი გამგე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო სკოლათა ინსტრუქციების გადამსინჯველი კომისიის პროტოკოლის განხილვა, რომელიც ეხებოდა ბათუმისა და კავკავის სკოლათა ინსტრუქციების შეცვლას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.