ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50028

1899

ტიპი: განათლება

1899-1903 წლებში თედო სახოკიაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა პარიზის საანთროპლოგო სკოლის პროფესორთა მიერ წაკითხულმა ლექციების კურსმა.

1899

ტიპი: განათლება

1899-1903 წლებში პარიზის საანთროპლოგო სკოლის პროფესორთა დახმარებით თედო სახოკიამ ნათლად დაინახა ის გზა, რომელიც კაცობრიობამ განვლო დასაბამიდან პროგრესითა და მიღწევებით გაჯერებულ თანამედროვეობამდე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1903 წლებში პარიზის საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის დროს თედო სახოკიამ ფრანგულად დაბეჭდა ქართული ანდაზების კრებული.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წელს თედო სახოკიას ქართული ანდაზების კრებულის ფრანგულ ენაზე გამოცემამ მოკრძალებული წვლილი შეიტანა ფრანგთა მიერ ქართველების კულტურულ მიღწევათა გაცნობის საქმეში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში პარიზის საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია პირნათლად ასრულებდა თავის დაპირებას ქართული პერიოდიკის წინაშე და მუდმივად აწვდიდა მასალას.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1903 წლებში პარიზის საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია ქართულ გაზეთებს, „ცნობის ფურცელი“ და „მოამბე“ ფელეტონებს უგზავნიდა, მათგან კი დაპირებულ ანაზღაურებას იღებდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია თვეში ოთხჯერ უგზავნიდა ქართულ გაზეთებს „ცნობის ფურცელი“ და „მოამბე“ თითო ფელეტონს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია მასალას აწვდიდა ქართულ პერიოდიკას და ამით ქართველ მკითხველს აცნობდა საფრანგეთის ცხოვრების ამა თუ იმ ღირშესანიშნავ ამბავს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას წმინდა მოვალეობად მიაჩნდა, გაეზიარებინა ქართველი მკითველისთვის საქართველოს შესახებ ევროპაში გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძეს რამდენიმე წერილის ქართულად დაწერაში დაეხმარა და თვითონ მერე გაასწორა. თედოს თქმით, არჩილი დროთა განმავლობაში ისე გაიწვრთნა ქართულად წერაში, რომ შემდგომში მის ნაშრომებს ნაკლები შესწორება სჭირდებოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძეს რუსულად დაწერილი ორი წერილის ქართულად თარგმნაში დაეხმარა, შემდეგი წერილი კი ქართულად დააწერინა ჯორჯაძეს და ამის მერე მასთან ერთად შეასწორა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ შეხვედრილი არჩილ ჯორჯაძე მას თავისი რუსულად დაწერილი წერილების თარგმნას სთხოვდა, რადგან თვითონ ქართული დავიწყებული ქონია.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში მასთან მისული არჩილ ჯორჯაძე „ცნობის ფურცლისთვის“ რუსულად დაწერილი თავისი წერილის ქართულად თარგმნას სთხოვდა. თედოს თქმით, ჯორჯაძეს მთელი რიგი წერილების დაწერა ჰქონდა განზრახული და მათ გადმოქართულებაში თედოს სთხოვდა დახმარებას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს არჩილ ჯორჯაძე „ცნობის ფურცელთან“ თანამშრომლობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს არჩილ ჯორჯაძეს რუსულად ჰქონდა დაწერილი წერილი, რომელიც ეროვნულ საკითხს ეხებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

არჩილ ჯორჯაძე თედო სახოკიას გიმნაზიის დასრულების შემდეგ აღარ ჰყავდა ნანახი, სანამ 1899 წელს პარიზში არ შეხვდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ქვარიანი სწავლობდა მონპელიეს უმაღლეს აგრონომიულ სასწავლებელში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სიმონ ქვარიანმა ქალაქ მონპელიეში ჩააბარა უმაღლესი აგრონომიული სასწავლებლის გამოცდები.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ქვარიანი მონპელიეს სასწავლებლის სამწერლო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძაზე ფიქრობდა, რომ იგი კოსმოპოლიტთა იდეოლოგიას იაზრებდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს თედო კიკვაძემ ბათუმში ოლქის მზრუნველის მიერ ნებადართული კერძო სასწავლებელი გახსნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში ოზურგეთში თევდორე კიკვაძის გახსნილ კერძო სასწავლებელში უნიჭობისა თუ სხვა მიზეზის გამო სხვა სკოლებიდან გარიცხული ბევრი მოსწავლე დადიოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1901 წლებში თევდორე კიკვაძის კერძო სასწავლებელში მომზადებულთაგან მრავალი ღირსეულად აგრძელებდა მუშაობას სხვადასხვა ფრონტზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში თედო კიკვაძე ოზურგეთში მოღვაწეობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 31 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის საისტორიო ნარკვევი „საქართველოს ეკლესიის პირველ მოწამე წმ. რაჟდენი“ გამოქვეყნდა.