რეგისტრირებული ფაქტები50028
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 31 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლე ლევან იაკობის ძე მღებრიშვილი თბილისის უმცროსი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგისა და ქუთაისის საკვირაო სკოლის დამაარსებლის წერილი, რომლითაც მათ გამგეობას განუცხადეს თანხმობა, თანაბრად გაეყოთ ბაქოდან გამოგზავნილი 15 თუმანი. გამგეობამ მათ გაუგზავნა აღნიშნული თანხა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დომინიკა ზურაბის ასულმა ერისთავმა და ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში მიიღო 12.52 მანეთი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ეწერში სამრევლო სკოლის დამაარსებელმა ბუჭუა აფაქიძემ, რომ თვიურად თითო თუმანი გაეგზავნათ მისთვის, რათა მასწავლებელთათვის გადაეხადა ჯამაგირი. გამგეობამ აღნიშნული საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა უდის სახალხო ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის გამოეწერათ შემდეგი ჟურნალ-გაზეთები: „მოამბე“, „კრებული“, „ჯეჯილი“, „კვალი“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „თარჯიმანი“, „კავკასია“ და „მეურნე“. ასევე გაეგზავნათ წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას არ ჰქონდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი, განიხილეს ბაქოს ქართული წიგნსაცავისა და სამკითხველოს გამგე კომიტეტის წერილი, რომ გამგეობას წიგნსაცავისთვის გაეგზავნა ბაქოდან გამოგზავნილი 25 თუმანი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა წარმოადგინა ამავე სკოლის 12 ნოემბრის და 21 დეკემბრის პედაგოგიური რჩევის პროტოკოლები, რომლის განხილვაც და თავიანთი მოსაზრების გამგეობისთვის მოხსენება სკოლათა კომისიას დაევალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავითა კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თბილისის I-ლი სახალხო ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის გამოეწერათ ჟურნალ-გაზეთები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში გადასცა 300 მან., მღვდელ კირილე კელენჯერიძეს წიგნების ანგარიშში – 8.96 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 3.85 მან., ზაქარია ჭიჭინაძეს – 10 მან., ზაქარია გრიქუროვს – 131 მან., ანასტასია წერეთელს – 6 მან., ვასილ ბეჟანეიშვილთან წიგნების გასაგზავნი – 1.10 მანეთი. ასევე მაჩხანიის დეპოს გაუგზავნეს – 7 შაური. განათებაზე, წიგნების დაბეჭდვასა და საზოგადოების სხვა გადასახადებზე დაიხარჯა გარკვეული თანხა. სულ ჯამში გამგეობამ გასცა 395.63 მანეთი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა დარაჯის დაპატიმრების ამბავი შეატყობინა, ასევე მისწერა წვრილმანი ხარჯების შესახებ და წერილთან ერთად მამასახლისისგან მიღებული ქვითარი გაუგზავნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ავქსენტი ცაგარლის კომედია „ხანუმა“ უნდა წარმოედგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ფრიდრიხ შილერის დრამა „ყაჩაღები“ უნდა წარმოედგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძის მიერ დადგმული კომედია „აირია მონასტერი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატო გაბუნია-ცაგარელი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის წერილი სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ წელიწადში 2 თუმანი გადაედოთ სკოლის მსახურთათვის დასარიგებლად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სკოლათა ზედამხედველმა თედო ჟორდანიამ, რომ სკოლებისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები. გამგეობამ თ. ჟორდანიას თხოვნა დააკმაყოფილა და ასევე მოითხოვა საჭირო წიგნთა სია გამოეგზავნათ საზოგადოებისთვის.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, გიორგი კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, რომ ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ 8 თუმნის ღირებულების ჟურნალ-გაზეთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ექვთიმე თაყაიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისისა და სენაკის სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის ახალ წევრებს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე გამგეობისთვის უნდა მოეხსენებინათ თავიანთი მოსაზრება სკოლებისთვის შედგენილი ინსტრუქციის შესახებ. სხდომაზე განაცხადეს რომ ახალმა კომიტეტმა თავმჯდომარედ აირჩია დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, მდივნად კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე.