ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46536

1911

ტიპი: ღონისძიება

ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მუზეუმის აშენება სრული ხარჯით იკისრა დავით სარაჯიშვილმა, რომელიც სამუზეუმო კომისიას სთხოვდა მუზეუმის ასაშენებლად ადგილი მოეძებნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიხილა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების განცხადება, რომ წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი საისტორიო საზოგადოების მუზეუმთან ერთად ქართული გიმნაზიის შენობაში მოთავსებულიყო. საზოგადოებამ დაადგინა, რომ შემოთავაზებული წინადადება მოსაწონი, თუმცა ძალიან სერიოზული იყო. ამიტომ გამგეობამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანს და სერგი რომანოზის ძე გორგაძეს სთხოვა საისტორიო საზოგადოების საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად გამოეკვლიათ ეს საკითხი და გამგეობისთვის შემდეგ სხდომაზე მოეხსენებინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

სამუზეუმო კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვა მუზეუმის ასაშენებლად თავისუფალი ადგილი დაეთმო ფრეილინის ქუჩაზე შენობითურთ, სადაც იმ დროისთვის სათვადაზნაურო-საადგილმამულო ბაკი იყო განთავსებული.

1911

ტიპი: ავტორობა

თავადაზნაურობის დეპუტატთა საბჭომ დაადგინა, რომ სამუზეუმო კომისიისთვის ადგილის დათმობასთან დაკავშირებით უარი ეთქვა, ხოლო სანაცვლოდ მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად ხუთი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ 50 000 მანეთი მიეცა. ხელს აწერს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 13 მარტამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ვლადიკავკაზის სკოლაში ნიკოლოზ კურდღელაშვილის საქმიანობაზე დაკვირვება დაავალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 დეკემბერს არტურ ლაისტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის იროდიონ ევდოშვილის, გრიგოლ აბაშიძისა და თეიმურაზ ბატონიშვილის ლექსები ეთხოვებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წიგნის მაღაზიისა და მუზეუმის ქირა 140 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ვლადიკავკაზის სკოლის მართვის წესების შეცვლისკენ მოუწოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 3-დან 10 დეკემბრამდე საზოგადოებას 22564.82 მანეთი ჰქონდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე საქართველოს კალენდრის რედაქტორი იყო.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს პოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე სამხედრო და საერო მმართველობის საადგილმამულო საქმის თავმჯდომარე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ვლადიკავკაზის სკოლაში სამუშაო პროცესზე დაკვირვება და იქ არსებული მდგომარეობის აღწერა დაავალა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი ქართული ენის ცენზორი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წელს ვალერიან გუნია „საქართველოს კალენდრის“ გამომცემელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ბაქრაძე სახელმწიფო ქონებათა მმართველობის ტაქსატორი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს არქიმანდრიტი გრიგოლი (გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დათვალიერება მიანდეს სპეციალურად დანიშნულ კომისიას, რომელმაც ვალდებულება არ შეასრულა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა, მომავალი წლისთვის გამოეწერათ გერმანული ჟურნალები. მათი საერთო ღირებულება იყო 60 მან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გამოეწერათ გერმანული ჟურნალების ძველი ნომრები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ სკოლაში საღვთო სჯულის ორ ენაზე, ქართულად და რუსულად სწავლება იმით იყო განპირობებული, რომ სწავლის გასაგრძელებლად მოსწავლეები იძულებულნი იყვნენ ისეთ სკოლაში ესწავლათ, სადაც საგნების სწავლა რუსულ ენაზე მოითხოვებოდა.