ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 10 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისიდან მოკლე ბარათით შეატყობინა მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს, რომ საქმეების გამო საგურამოში ვერ ადიოდა და სთავაზობდა კვირას ეკიპაჟით თბილისში ჩასვლას, რათა ორშაბათს ერთად დასწრებოდნენ კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პანაშვიდს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 8 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში წერილი გაუგზავნა, შეატყობინა, რომ პარასკევს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა პანაშვიდი იყო, გაზეთის ნომერი უნდა მოემზადებინა, ამიტომ საგურამოში ვეღარ ავიდოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ცხენების დაკარგვის გამო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ მისი არქეოლოგიური მოგზაურობის ანგარიშის ბეჭდვას იწყებდა. ხახანაშვილმა ანასტასია წერეთელს მოიკითხვა შეუთვალა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს სთხოვა, სტუდენტთა მიერ შედგენილი ეთნოგრაფიული პროგრამა „კვალში“ დაებეჭდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო უორდროპებს ვეღარ ესტუმრა, ამიტომ მათთან მისვლას შობისთვის გეგმავდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ეთნოგრაფიულ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ნოველების თარგმნას აპირებდნენ. ხახანაშვილმა წერეთელს სთხოვა, მისთვის თხზულებათა კრებული გაეგზავნა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტამბურად დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა მხატვარ მოსე თოიძის მიერ შექმნილი ილია ჭავჭავაძის პორტრეტი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის სექტემბერში, ფინანსთა მინისტრის განკარგულების თანახმად, იაკობ ფანცხავას ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობა შესთავაზეს ქალაქ პერმში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავამ უარი თქვა ფინანსთა მინისტრის, სერგეი ვიტეს შემოთავაზებაზე, გადასულიყო ქალაქ პერმში იქაური ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობაზე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გაზეთ „კვალის“ რედაქტორი გიორგი წერეთელი სექტემბერსა და ოქტომბერში ჩამოვიდა თბილისში, ოქტომბრის შემდეგ კი აღარ ჩამოსულა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 24 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ („სოხუმიდგან გაზეთ „ნოვ. ვრ.“-ს სწერენ...“).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“ (დასასრული). ავტორი აკრიტიკებს გაზეთ „ივერიას“ იმისთვის, რომ გაზეთი გლეხებს ამაო დაპირებებს აძლევს, მაგრამ რეალურად მათი ინტერესები არ ესმის.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 6 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ სახალხო სკოლების უფლებათა შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გაგრძელება ნოე ჟორდანიას წერილისა „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“. ავტორი „ივერიის“ შესახებ წერს, რომ ბრმად მიჰყვება რუსეთის ნაროდნიკების უტოპიურ თეორიას და გაზეთს „ტეტიათა მოტრფიალეს“ უწოდებს.

1895

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ბოდიში მოუხადა პროფესორ ჰუგო შუხარდტს, იმის გამო, რომ 1895 წლის აგვისტოში გამოგზავნილი წიგნები ქართულმა ფოსტამ ფრანგული ენის უცოდინრობის გამო უკან დაუბრუნა.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავა სტატიების რედაქტორად მიიწვიეს გაზეთ „კვალში“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის აგვისტოდან გაზეთ „კვალის“ ყოველ ნომერში იაკობ ფანცხავას სტატია იბეჭდებოდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის აგვისტოში გაზეთ „კვალში“ სამუშაოდ მისულ იაკობ ფანცხავას დაევალა გაზეთის კორექტირება, კორესპონდენციების გადაკითხვა და შესწორება.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის აგვისტოდან გაზეთ „კვალში“ მიწვეული იაკობ ფანცხავა ხელფასის სახით ყოველთვიურად ოც მანეთს იღებდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 27 ივლისს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილის „მოამბე, „ივერია“ და ეროვნება“ გაგრძელება.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ივლისს ილია ჭავჭავაძემ დავით ავალიშვილისგან მიიღო წერილი მის მიერ გადახდილ ორ ვექსილთან ერთად და მეორე დღეს ბანკში მისვლა სთხოვა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო დავით ავალიშვილის წერილი მის მიერ გადახდილ ორ ვექსილთან ერთად და მეორე დღეს ბანკში მისვლა სთხოვა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 22 ივლისს პოეტმა ქალმა დომინიკა ერისთავმა, რომელიც წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით, ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა ლექსი („ირგვლივ მთებს მწვანე მანტია წამოუბურავს გმირულად...“).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 22 ივლისს პოეტმა დომინიკა ერისთავმა, რომელიც წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით, ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა ლექსი („ირგვლივ მთებს მწვანე მანტია წამოუბურავს გმირულად...“).

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 20 ივლისს ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავ წვეულებაზე ვიქტორ კუვშინოვმა ილია ჭავჭავაძეს გადაუღო ფოტო, რომელზეც ის სტუმრებთან ერთად უსმენს საზანდარს.