ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51387

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა აირჩია თავმჯდომარედ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ ტიტე კახიძე, ხაზინადრად იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად პართენ გოთუა და წევრებად: პართენ გოთუა, ერთაოზ სიდომონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, ი. მოზდოკელი და ნ. გუბნელოვი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა მიხეილ კლიმიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მომავალი წლიდან ვერ გააგრძელებდა მუშაობას.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მათი თხოვნით ის დარჩებოდა თანამდებობაზე ახალი გამგის არჩევამდე, მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე ჩავიდოდა სკოლაში, ხოლო მისი ჩასვლის შემდეგ კახიძე უარს აცხადებდა, სკოლაზე პასუხისმგებლობა გაეწია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში სენაკის სკოლის ყოფილი აღმზრდელი გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეუქმებინათ განაჩენი მისი სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის შესახებ, რადგან მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია იმ უსიამოვნებასა და კონფლიქტში, რომელიც შექმნილი იყო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანსა და მასწავლებლებს შორის.

1899

ტიპი: ავტორობა

ძველი სენაკის სკოლის ინპექტორად დანიშნული თომა მთავრიშვილი 1899 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ამ თანამდებობიდან განთავისუფლებას და ისევ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად დატოვებას, ვინაიდან ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა ძველი სენაკის ჰავა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის აგვისტოში გამოვიდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ მეორე გამოცემა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის ციხისთვის საზღვარგარეთიდან გამოიწერა წყლის ასაზიდი მანქანები. ივლისში გორის ციხეზე უნდა დასრულებულიყო რკინის მილებით წყლის გაყვანა ბაღების გასაშენებლად. „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ციხისთავი ციხეზე ელექტროენერგიის გაყვანასაც გეგმავდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დააკმაყოფილა დავით კარიჭაშვილის მოხსენება ზაქარია ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 80 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ზაქარია ჭიჭინაძისთვის უნდა მიეცათ წიგნების თანხა – 80 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც 1. 22 მანეთი აღმოჩნდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიტანეს სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N86.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ფოთის საჯარო ბიბლიოთეკის თხოვნა საზოგადოების გამოცემების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ბაღდათის უფასო წიგნსაცავის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ და 10 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებას სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სხვ. დასახმარებლად ამ დრომდე დახარჯული ჰქონდა 278. 90 მანეთი, ხოლო ბიუჯეტით 1899 წლისთვის გათვალისწინებული იყო 800 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხების ხარჯთაღრიცხვა 174. 19 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ვასილ ბეჟანიშვილისთვის წიგნების თანხის – 1. 5 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომ გუბერნატორისთვის წლიური ანგარიშის 3 ეგზემპლარად გადასაწერისთვის ელენე ანტონოვსკაიას მიეღო 1. 80 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მღვდელ ნესტორ ყუბანეიშვილისთვის 4 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე ხახანაშვილისთვის წიგნების თანხის – 82. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ანგარიში. 1-ელი ივლისისთვის საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი ფული 5 696. 37 მანეთი, ქაღალდებით – 1 1816. 11, სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18 628. 2, ვალი – 115. 54. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ჭყონია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის წერილი თომა აბრამის ძე მთავრიშვილის სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ დანიშვნისა და სამსონ გიორგის ძე ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად გადაყვანის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა 1899-1900 სასწავლო წლისთვის 133. 80 მანეთის სასწავლო წიგნებისა და ნივთების გაგზავნის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის მსურველ პირთა თხოვნები და დაადგინა, განაცხადები სკოლის გამგისთვის გაეგზავნა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ადგილზე აერჩიათ მასწავლებლები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ელიავას სტატია „ჩვენი მწერლობის წვრილმანები“.