ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ გამგეობას შეატყობინა, რომ წინა წელს მათი მინდობილობით დაესწრო თბილისში გამართულ პედაგოგიურ კურსებს, რისი ხარჯიც ნაწილობრივ გადასცა საეპარქიომ, ხოლო გამგეობას მისაცემი ჰქონდა 25 მანეთი. გამგეობამ პედაგოგ ბოცვაძეს გაუგზავნა დარჩენილი თანხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ მიხეილ საბინინისთვის უნდა ეცნობებინათ პასუხი მის მიერ გამოგზავნილი კლიშეების თაობაზე. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეკატერინე რუსიეშვილმა, რომ არ შეეძლო გომარეთის სკოლაში გადასვლა და მოითხოვა მასწავლებლად დაეტოვებინათ წინარეხის სკოლაში. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რაზედაც საზოგადოების წევრებმა: ილია ჭავჭავაძემ, ეკატერინე გაბაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ივანე აბაშიძემ განაცხადეს, რომ პედაგოგი უნდა გადაეყვანათ არა გომარეთის სკოლაში, არამედ სხვა ადგილას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ტიტე კახიძემ, რომ დაესახელებინათ რომელიმე სანდო პირი ალაგირის სკოლაში სამუშაოდ, რომელსაც დაუნიშნავდნენ 300 მანეთს, ასევე უზრუნველყოფდნენ შეშით, წყლით და სახლით, სადაც ეყოლებოდა მოსამსახურე. შესაფერისი პიროვნების არჩევა გამგეობამ დავით კარიჭაშვიილს დაავალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე მოხსენება გააკეთეს გრიგოლ ყიფშიძემ და ალექსანდრე ჭყონიამ, რომ წინააღმდეგნი იყვნენ გამგეობას შემწეობა დაენიშნა პედაგოგ ილურიძისთვის, რადგან გამგეობას არ გააჩნდა საკმარისი ქონება.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ გადაიხადა საწევრო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, დავით კარიჭაშვილი და სერგი გორგაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, განიხილეს სოფელ ციხისფერდის სამკითხველოს წერილობითი თხოვნა ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობამ სოფელ ციხისფერდში არსებულ ბიბლიოთეკას გაუგზავნა ერთი ქართული გაზეთი, ჟურნალი „განათლება“ და 10 მანეთის წიგნები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს დალმანის წერილი, რომლის თანახმად, ის მზადაა გამგეობას როინაშვილის მუზეუმიდან არჩეულ 10 ნივთში გადაუხადოს 2000 მანეთი. აღნიშნული საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიამ, რათა დაასაქმონ ის მასწავლებლად ან აღმზრდელად რომელიმე საზოგადოების სასწავლებელში. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს სთხოვა გ. ბოკერია დაემტკიცებინა აღმზრდელის პოზიციაზე.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა პოლიევქტოს კარბელაშვილმა, რომ საზოგადოების წიგნსაცავიდან გადაეცათ მისთვის ხელნაწერები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთა წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიამ, რომ დასაბეჭდად წარმოდგენილი წიგნი, რომელიც ნათარგმნი იყო სიმონ გრიაზნოვის მიერ, არ იყო სრულფასოვნად და გასაგებად თარგმნილი, ამიტომ მათი აზრით, ასეთი წიგნის დაბეჭდვა მიუღებელი იყო. გამგეობამ კომისიის მოსაზრება გაითვალისწინა და თარგმანი არ დაბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ, რომ მის მაგივრად მისი ძმის, გიორგი აგლაძისთვის წინასწარ გაეგზავნათ ნოემბრის ჯამაგირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სენაკის სკოლის ყოფილმა აღმზრდელმა ტ. წერეთელმა, რომ გადაეცათ მისთვის ნამსახურების მოწმობა. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ევტიხი მამინაიშვილმა, რომ როკას კოშკის და ყორნისის სკოლებისთვის უფასოდ დაეთმოთ ათ-ათი ცალი დედა ენა და ორმოც-ორმოცი ცალი ქართული რვეული. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ ივანე რატიევმა, ფ. ტარასოვმა, გიგო ზაზიაშვილმა და ასევე კავკასიის სააფთიაქო საქონლით მოვაჭრეთა ამხანაგობამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც განსვენებულს მათი ვალი მართებდა. გარდა ამისა იოსებ მერკვილაძემ მოითხოვა განსვენებულის მუზეუმიდან დაებრუნებინათ მისი კუთვნილი სურათი, ხოლო ი. საიპოვის განცხადებით მას როინაშვილთან დატოვებული ჰქონდა ძვირფასი კრიალოსანი და ქინძისთავი, რომლის საფასურად აეღო 1000 მანეთი და ითხოვდა ხსენებული ნივთების უკან დაბრუნებას, რა თქმა უნდა, თანხის დაბრუნების პირობით. გამგეობამ თითოეული პიროვნების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ გადაიხადეს საწევრო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ირაკლი ვახტანგის ძე ოშხერელმა გადაიხადა საწევრო.

ტიპი: ღონისძიება

სოფელ კორბოულის სამრევლო სკოლის მასწავლებელი – მღვდელი სერგო მაჭარაშვილი – გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის სკოლაში შეგროვებულ 10 მანეთსა და შემომწირველთა სიას. მასწავლებელნი: მღვდელი სერ. მაჭარაშვილი – 2 მან., ლავ. ხარშილაძე – 1 მან., დომ. მაჭარაშვილი – 1 მან., მღვდელი ლ. მაჭარაშვილი – 1 მან., ჭ. ბურჯანაძე – 1 მან., სარ. ჩაჩანიძე – 50 კაპ., მარ. ჩაჩანიძისა – 50 კაპ., ლაზ. ტაბატაძე – 50 კაპ., სარ. მაჭარაშვილი – 50 კაპ., ილია ხარშილაძე – 50 კაპ., ვას. გაფრინდაშვილი – 50 კაპ.; მოსწავლეთაგან შემოწირულია 1 მან.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი სიმონის ძე პეტრიაშვილმა გადაიხადა საწევრო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გომარეთის სკოლის პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა, რომ გადაეცათ მისთვის იანვრისა და თებერვლის ხელფასი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იავარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა აკაკი წერეთელმა, რომ გადაეცათ მისთვის აპრილის, მაისის და ივნისის პენსია. გამგეობამ აკაკი წერეთლის თხოვნა დააკმაყოფილა და გადასცა 300 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მარიამ საფაროვა-აბაშიძის იუბილეში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მოეძიებინათ მისამართი და მარიამ საფაროვა-აბაშიძის იუბილეს საზოგადოების სახელით დასწრებოდნენ შალვა მიქელაძე და იპოლიტე ვართაგავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გამგეობას თხოვნით მიმართა ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის სესხად დაეთმოთ 100 მანეთი, სანამ ქალაქის გამგეობისგან აიღებდა დანიშნულ სუბსიდიას. გამგეობამ გამგის თხოვნა დააკმაყოფილა და სესხად გასცა 10 თუმანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას წიგნების შეძენის თაობაზე თხოვნით მიმართა მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა. გამგეობამ ვ. კარბელაშვილის წიგნების სიის გადამოწმება და საფასურის თაობაზე მასთან მოლაპარაკება დაავალა დავით კარიჭაშვილს და სერგი გორგაძეს.