ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50684

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ მიხეილ საბინინისთვის უნდა ეცნობებინათ პასუხი მის მიერ გამოგზავნილი კლიშეების თაობაზე. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ გამგეობას შეატყობინა, რომ წინა წელს მათი მინდობილობით დაესწრო თბილისში გამართულ პედაგოგიურ კურსებს, რისი ხარჯიც ნაწილობრივ გადასცა საეპარქიომ, ხოლო გამგეობას მისაცემი ჰქონდა 25 მანეთი. გამგეობამ პედაგოგ ბოცვაძეს გაუგზავნა დარჩენილი თანხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მიმართა, რომ ქუთაისის სკოლის პედაგოგი თომა მთავრიშვილი დაეჯილდოვებინათ პროგიმნაზიულ კლასებში გადაყვანით ან გაკვეთილების შემცირებით ჯამაგირის შეუმცირებლად. გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ილია ბახტაძე; სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში 100 მანეთი გადასცა, ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნების ანგარიშში — 10, ზაქარია გრიქუროვს — 112, წინარეხის სკოლის პედაგოგ თომა კევლიშვილს — 29. 23, ნიკოლოზ ცხვედაძეს წინარეხის სკოლის მშენებლობისთვის — 50 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს — 17. 50, გრიგოლ ჩარკვიანს კვიტანციების დაბეჭდვისთვის — 2, ხოლო ილია ხონელთან წიგნების გასაგზავნი 56 კაპიკი გააგზავნა. სულ გამგეობამ 356. 20 მანეთი გასცა.

პირები
წყარო

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 სექტემბერს ეგზარქოსი ფლაბიანე თელავისა და სიღნაღის მაზრების ეკლესიების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აღათი შარვაშიძემ ეგზარქოს ფლაბიანე გოროდეცკის სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის ქართულად აღასრულება სთხოვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შიო არაგვისპირელი ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ ახალ დრამას წერდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 სექტემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო ნიკოლაძე უარყოფდა აზრს იმის შესახებ, რომ იგი უცხოეთში ისეთი საქმის შესასრულებლად გაგზავნეს, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო ნიკოლაძე უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას ფოთის საბჭომ ექვსი ათასი მანეთი გამოუყო უცხოეთის ნავსადგურების დასათვალიერებლად. ნიკოლაძის თქმით, ეს თანხა, გარდა მისთვის განკუთვნილი სამგზავრო ბიუჯეტისა, ნავსადგურების მოსაწყობადაც იყო განსაზღვრული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ო. ნიჟარაძეს ქუთაისის საგუბერნიო წინამძღოლის თანამდებობა ეკავა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრიდან 1902 წლის პირველ სექტემბრამდე ეფემია გიორგიევი თიანეთის ორკლასიან სამრევლო სასწავლებელში მუშაობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ სექტემბრამდე დომენტი ოყროშიძე ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის პედაგოგად მუშაობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის სექტემბერში ელენე ჯინოშვილისამ ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობა მოაწყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონის ელენე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი სტომატოლოგი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიამ დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილმა დუშეთის სამკითხველოს წიგნები უანდერძა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ გალპერინმა ფ. ივანიდისისა და გიორგი გვალიას მიერ სოფელ ოქუმში აღმოჩენილი ტყვია-ვერცხლი იყიდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმის მკვიდრი გიორგი გვალია ვაჭარი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის სექტემბერში დავით დოდაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ ყულაბით შეგროვილი თანხა გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის სექტემბერში პეტრე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული ფული გადასცა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის სექტემბერში სოლომონ დოლიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ ყულაბით შეგროვილი 24 მანეთი გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ სექტემბერს სოფელ ვეჯინში სკოლის დასახმარებლად ორი წარმოდგენა დაიდგა: ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და ვალერიან გუნიას „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბიბლიოთეკის გამგე კომისიის წევრებს გომარეთის ეკლესიიდან ჩამოტანილი ქვების დაცვაზე აზრის გამოთქმა სთხოვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლიუბა გაწერელიასი მარტვილის დაბა ნაოღელევის სამკითხველოს გამგე იყო.