ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: რაფიელ ერისთავის, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე პუშკინის თხზულებები, აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“, ქართული სიტყვიერების ისტორია, ქართული მწერლობის ალბომი, ქართული ეროვნული სიმღერები და ქართული რომანსი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბრიდან, ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გერმანული ენის სწავლება მეოთხე კლასიდან დაიწყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 30 ოქტომბერს ალექსანდრე მიხეილის ძე გვარამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნები სთხოვა. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ერმალოზ ვეფხვაძეს მისწერა, რომ ხარაგაულში სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო იყო გარანტია, რომ მასზე პასუხისმგებლობას ვინმე იკისრებდა, ასევე მტკიცებულება, რომ ბიბლიოთეკას საკუთარი შემოსავალი ექნებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ახალქალაქში სამკითხველოს გახსნის საკითხი სხვა სხდომაზე განსახილველად გადადო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს თევდორე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხელთუბნის სკოლისთვის გაეგზავნათ 2.75 მანეთის ნივთები: 5 „დედა ენა“, 2 „საღმრთო ისტორია“ და წითელი მელანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლას 8.50 მანეთის საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლას 3.60 მანეთის ღირებულების საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას ვლადიკავკაზის სკოლის გამგის თანამდებობიდან განთავისუფლება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ პართენ გოთუას მისწერა, რომ ვლადიკავკაზის სკოლის გამგის თანამდებობაზე უარი არ ეთქვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს თანამშრომლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვეს, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ბესარიონ ჩომახიძის ნაცვლად ივანე ლეჟავა დაენიშნათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს ბესარიონ ჩომახიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ნოემბერს მოსე ჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისთვის წიგნები რეგულარულად ეთხოვებინათ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბერს მ. საღარაძემ ქუთაისის სკოლაში ისტორიის გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 13 ნოემბრიდან ქუთაისის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად გერასიმე ცაგარეიშვილი დაინიშნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: რუსულ–ქართული ლექსიკონი, დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზო“, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები, ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები და „სარჩობელაზედ“, აკაკი წერეთლის „სალამური“, სალომე მაღალაშვილის თარგმანები: ქრისტეფორე შმიდტის „მარიამი“, „მტრედი“, „მამის ერთგული“ და „სვიის გვირგვინი“.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: დავით კლდიაშვილის – მოთხრობები, ვაჟა-ფშაველას – „რუხი მგელი“ და ლექსი „მოგონება“, ფილიმონ ქორიძის – ნოტები არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ლექსზე „ნუ მღერი ტურფავ“, „ბროლის ყელმან“, „შავი შაშვი“, „ინდი მინდი“ და „საყვარელსა განმაშორა“, ანასტასია წერეთლის თარგმანები – „კონა“ და ბულგარელი მწერლის, ცშოკეს მოთხრობა „ოქროს მოყვარულები“, ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქუთაისში წიგნების ჩამოტარებით გაყიდვაზე უარი განაცხადა.

1884

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ივანე ორბელიანმა 1884 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 60 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ალექსანდრე პოლტორაცკიმ 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ივანე პოლტორაცკიმ 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გაკვეთილების ცხრილი გააცნო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იოსებ ოცხელს აცნობეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გერმანული ენის სწავლება მეოთხე კლასიდან დაეწყოთ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის მოსახლეობის თხოვნა გურიის ბიბლიოთეკებისთვის შეწირული თანხიდან 50 მანეთის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.