ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 48 მანეთი, გრიგოლ ტატიშვილს – 12 მან., ი. მაჭავარიანს – 7 მან., გ. სკანდარნოვს – 2 მან., ილო ოქრომჭედლიშვილის გვირგვინისთვის გადაინახეს 9 მან., ასევე გაიცა წიგნების გასაგზავნი თანხა: ვასილ ბეჟანიშვილთან – 80 კაპ., მ. შურღაიასთან – 27 კაპ., მ. სარალიძესთან – 26 კაპ., ალ. არაბიძესთან – 26 კაპ., ილო იმერლიშვილთან – 1 მანეთი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა ეკატერინე რუსიეშვილმა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ საწერი ქაღალდი, იაკობ გოგებაშვილის 15 „სიტყვის კონა“ და ასევე მთიულებისთვის რამდენიმე პატარა წიგნაკი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 12 იანვარი“ („11 იანვარს, როგორც მოეხსენებათ ჩვენს მკითხველებს, წირვა და პანაშვიდი...“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მეფე ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე ახლად დაარსებული სასულიერო განმანათლებელი ძმობის წევრი გახდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 იანვარს ილია ჭავჭავაძემ საბანკო საკითხების შესახებ რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილი მიიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელმაც განიხილა მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ასი წლისთავთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვისა და პანაშვიდის გადახდის საკითხი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ქართველნო დედაკაცნო...“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის სამგლოვიარო პროცესიას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „ნეკროლოგი, ილია ოქრომჭდლიშვილი“.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 იანვარს მეცნიერი და პედაგოგი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და გვირგვინით შეამკო მისი ცხედარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს საზოგადოების კრებამ საპატიო წევრებად აირჩია დ. ზ. სარაჯიშვილი, ა. ი. მდივანი, გ. ს. განძიელი, კ. ი. ზუბალაშვილი, ი. ზ. საგინოვი, გ. ნ. სხირტლაძე, ს. ბებუთაშვილი, ნ. ა. ხერხეულიძისა და სხვ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლამდე ვასილ გიორგის ძე წერეთელი გორის მაზრის სოფელ ქარელში არალეგალურად ცხოვრობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან ვასილ წერეთელი ქუთაისში ცხოვრობდა და ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმად მუშაობდა, ასევე სასწავლებლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს დეკანოზი იოსებ ილიას ძე ბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გაიხსნა ბაქოს ქართული ბიბლიოთეკა და მის გამგედ დ. მკერვალიშვილი დანიშნეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ა. როინიშვილმა დუშეთში სახალხო ბიბლიოთეკა დააარსა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩაიბარა ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილისაგან ნაანდერძევი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციები.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის დაწყებით სკოლაში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გამგე-კომიტეტმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე წაიკითხა მოხსენება, რომ კომიტეტმა სასწავლებლისთვის საკუთარი შენობის ასაგებად ს. ბებუთაშვილისა და მისი დის, ნატალია ალექსანდრეს ასული ხერხეულიძისაგან შედარებით მცირე ფასში (20 000 მ.) შეიძინა 6 დესეტინა მიწა იმ პირობით, რომ ორი დესეტინა მომავალი დედათა სასწავლებლისთვის დაეთმოთ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს პლატონ წულუკიძე ბათუმის სკოლის პედაგოგი იყო. 

1898

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გ. წულუკიძე მეტეხის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.