რეგისტრირებული ფაქტები47984
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის კომიტეტს სურდა მეორე მასწავლებლისთვის აეშენებინა სახლი, რომლის საფასური 1700 მანეთს შეადგენდა, ასევე პედაგოგებისთვის მოემატებინა ხელფასი. თანხის დაფარვას კი გამგეობას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მისგან სესხად აიღებდნენ 1700 მანეთს. გამგეობამ განაცხადა, რომ სკოლის ეზოში ორი სახლობის ცხოვრება მისაღები არ იყო, რადგან დროთა განმავლობაში პრობლემები შეიქმნებოდა, რაც შეეხება ხელფასების მატებას: უსახსრობის გამო გამგეობამ სკოლის სამზრუნელოს დაავალა წყაროს მოძიება.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 ივნისს კახის მოსახლე ნიკოლოზ ზაქარიას ძე ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სარაჯიშვილის ან ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ალისუბნის სკოლის სამკითხველოს 5 მანეთის ქართულენოვანი წიგნები უსასყიდლოდ გადასცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის მიეწერათ, რომ თუ 25 მან. წარმოადგენდა, გამგეობა აპატიებდა დანარჩენ ფულს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის დეკემბერში დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ეპატიებინათ დარჩენილი ვალი 49 მან. 80 კაპ. თხოვნა განიხილეს გამგეობის სხდომაზე, ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე ნიკო ცხვედაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოს ვლადიმერთან, რათა სკოლის მღვდლად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ნათაძე, რომელიც გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს რეკომენდაციით აირჩიეს. გამგეობამ ტიტე კახიძის თხოვნა დააკმაყოფილა და ეს საკითხი აცნობა თერგის ოქლის სახალხო სკოლათა დირექტორს.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ წიგნის არჩევისა და ბეჭდვის კომისიისთვის გადასამოწმებლად უნდა გადაეცათ ხელნაწერი „ხე და მისი ცხოვრება“, რომლის შესწავლის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ესაჭიროებოდა თუ არა ხელნაწერს გასწორება. გამგეობამ დააკმაყოფილა ნიკოლოზ ცხვედაძის მოთხოვნა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 25 სექტემბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას ბაქოდან შეატყობინა, რომ ქალაქის ქართული თეატრალური საზოგადოება 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ხსოვნის პატივსაცემად დიდი საღამოს გამართვას აპირებდა, რისთვისაც მას ილიას თხზულებათა თარგმანები სჭირდებოდა ნებისმიერ ენაზე, რადგან ღონისძიებაში სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მიიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ აცნობა გამგეობას, რომ მომავალი წლის 22 ოქტომბერს გაიმართებოდა წინარეხის სკოლის ახალი შენობის კურთხევა და აუცილებელი იყო გამგეობის ერთ-ერთი წევრის დასწრება. გამგეობამ ივანე რატიშვილს სთხოვა საზოგადოების სახელით დასწრებოდა ღონისძიებას.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ოქტომბერში მღვდელი ლ. ნათიძე გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის შეგროვებულ 38 მანეთსა და შემომწირველთა სიას: დავ. დათეშიძე – 10 მან., ამბაკო გაფრინდაშვილი – 5 მან., ალ. კოვლელაშვილი – 5 მან., მ. მირიანაშვილი – 3 მან., სიკო ახმეტელაშვილი – 2 მან., ი. ჯანელიძე – 2 მან., მღვდელი ლ. ნათიძე – 5 მან., ტრანკვალევსკი – 1 მან., მ. ტრაშაძე – 1 მან., პ. კიკვაძე – 1 მან.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს რამინ ჩიქოვანმა „ისრის" რედაქციას გაუგზავნა ცაგერში 26 ოქტომბერს მომრიგებელი მოსამართლის, შამიერ მელიქ-პაშაევის სახლში ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის შეკრებილი თანხა, 11 მან., და შემომწირველთა სია: ბაბილინა დადიშკელიანისა, აგრაფენა გელოვანისა, ალექსანდრე დადიშკელიანი, ივანე გეგიძე, შამიერ მელიქ-პაშაევი, გრიგოლ გელოვანი, რამინ ჩიქოვანი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ოქტომბერში გაზეთმა „ისარმა" მიიღო ბალახანის ნავთობსარეწში მომუშავეთა მიერ ილიას ფონდისთვის შეგროვებული 39 მან. 50 კაპ. და შემომწირველთა სია: ვასილ გრიგოლის ძე ჩიკვაიძე – 3 მან., ქეთო ივანეს ასული ჩიკვაიძე – 2 მან., ვასილ სუპატაშვილი – 2 მან., ალ. ნადირაძე – 2 მან., მიხეილ თოფურიძე – 2 მან., გრიგოლ ჯოხაძე – 2 მან., ოლია პაატას ას. ჯოხაძე – 1 მან., კოლა სტეფანიშვილი – 1 მან., მართა სტეფანიშვილი – 1 მან., გიორგი ლადარია – 1 მან, ალექსანდრე გიგინეიშვილი – 1 მან., ვასილ ბაქრაძე – 1 მან., ა. რადიონოვი – 50 კაპ., მიხა მეტივიშვილი – 1 მან., სვიმონ გურასპაშვილი – 1 მან., ერმალოზ ლაცაბიძე – 50 კაპ., ანიკო ნადირაძისა – 1 მან., გიორგი გურასპაშვილი – 1 მან., გრიგოლ გოგიჩაშვილი – 1 მან., ნიკოლოზ გოგიჩაშვილი – 1 მან., თ. ციხისტოვი – 50 კაპ., რ. შველიძე – 2 მან.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა წინარეხის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ 12 სასწავლო მაგიდა. გამგეობამ პედაგოგის თხოვნა დააკმაყოფილა და სკოლისთვის შეიძინა 8 მაგიდა ორ-ორ ადგილიანი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ელი ოქტომბრისათვის არსებული საზოგადოების ბალანსი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობამ აირჩია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის შემდეგი წევრები: კირილე ლორთქიფანიძე, დავით ლორთქიფანიძე, დავით ბაქრაძე, ანდრია ერისთავი, კონსტანტინე ბაქრაძე, ალექსანდრე ნანეიშვილი და იოსებ ოცხელი სამი წლის ვადით.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ იმერეთის საეპარქიოს თანხმობის საფუძველზე გადაწყვიტა სოფ. ჩოლურში გაეხსნა სკოლა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 30 მაისს ჩატარებული საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმი.