რეგისტრირებული ფაქტები47984
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების საქმის უკეთესად წარსამართავად დაამტკიცა შემდეგი კომისიები: 1) წიგნების ამორჩევის და ბეჭდვის, 2) წიგნებით ვაჭრობისა და საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერების, 3) სკოლებისა და სამკითხველოს, 4) წიგნსაცავისა და მუზეუმის, ხოლო კომისიების წევრთა არჩევა მომდევნო სხდომისთვის გადადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ფოტოგრაფიისთვის საჭირო მასალის შესაძენად 9 მანეთი და 8 კაპიკი გამოყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს პირველი და მეორე სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, როცა ვინმეს ძალიან სჭირდებოდა ხელნაწერი ან დაბეჭდილი წიგნი მას საისტორიო საზოგადოების მუზეუმში გადაჰქონდა ხოლმე და მკვლევრები იქ მუშაობდნენ. მაგრამ ზოგიერთ მკვლევარს არც საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში მუშაობა აკმაყოფილებდა, რადგან ეს მუზეუმი ყოველთვის ღია არ იყო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სხვადასხვა პირი მას ხშირად სთხოვდა წიგნსაცავში მუშაობის ნებართვას. წიგნსაცავის გაღება მისი მოვალეობა არ იყო და არც საიმისო დრო ჰქონდა, რომ სხვადასხვა პირის მუშაობის პროცესში წიგნსაცავში ყოფილიყო, ამიტომ უარს ეუბნებოდა თხოვნაზე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავის დახურვა ბევრ მკვლევარს სამეცნიერო მუშაობაში ხელს უშლიდა, ამიტომ საჭირო იყო წიგნსაცავი გაეხსნათ და მის მოსავლელად მოეწვიათ ორი პირი – ბიბლიოთეკარი და მსახური. წიგნსაცავი ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ბიბლიოთეკარს დანიშნულ დროზე უნდა გაეღო წიგნსაცავი, მკითხველთათვის წიგნები და ხელნაწერები გადაეცა, თვალყური ედევნებინა ხელნაწერები და წიგნები არ დაეზიანებინათ, შეედგინა წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი და ა. შ. ხოლო მსახურს შედარებით მძიმე სამუშაო უნდა შეესრულებინა – დაეწმინდა ავეჯი, დაელაგებინა ნივთები და სხვა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იმდენი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ წიგნსაცავის გამგედ ცალკე პირი მოეწვია, ამიტომ ეს მოვალეობა ერთ-ერთ გამგეობის წევრს უსასყიდლოდ უნდა შეესრულებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისთვის ეთხოვათ მუზეუმის გამგის მოვალეობის უსასყიდლოდ შესრულება, ხოლო მეთვალყურე და მსახური თვითონ აერჩია.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მუზეუმის კატალოგის შედგენა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისთვის ეთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ იანვარს დავით კარიჭაშვილის მოხსენების პასუხად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, მუზეუმის მოსაწყობად სამუზეუმო თანხიდან ათი თუმანი გადაედო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს, ივანე ზურაბიშვილს, ალექსანდრე ჭყონიასა და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა, რომ განეხილათ სკოლების ინსტრუქციები და შემდეგ გაეკეთებინათ მოხსენება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და კიტა (ივანე) აბაშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წლის 30 ნოემბრიდან კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდომონ-ერისთავი, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე და იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრობის კანდიდატები იყვნენ: გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი და ივანე ივანეს ძე ფიცხელაური.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ერევნის მოედანზე ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის ნებართვის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ზურაბიშვილი და ბ. ნანობაშვილი მიიჩნევდნენ, რომ მთავრობასთან ამ საქმეს თავადაზნაურობაზე უკეთ ვერავინ მოაგვარებდა. სამსონ ფირცხალავას, კიტა აბაშიძისა და პეტრე სურგულაძის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება საკითხს წოდებრივ ხასიათს შესძენდა, რაც დაუშვებელი იყო. კრების გადაწყვეტილებით, მთავრობისგან ილიას ძეგლის მოედანზე დადგმის ნებართვის აღება საზოგადოების გამგეობას დაევალა.