ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ შეწყიტა საფილოქსერო პარტიაში მუშაობა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ფოთში იაკობ ფანცხავას თავს დაესხა ჟანდარმერია.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ფოთის ჟანდარმერიამ ჩამოართვა იაკობ ფანცხავას ლეტურნოს „სოციოლოგია“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავას ფოთში ჩამორთმეული ლეტურნოს „სოციოლოგია“ მხოლოდ რვა თვის მერე დაუბრუნეს პეტერბურგიდან.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ფოთში ჟანდარმერიის ჩატარებული ჩხრეკის დროს იაკობ ფანცხავას ოფიცერმა უბრძანა ქუთაისში გაყოლა, რათა ჟანდარმერიის უფროსს პირადად დაეკითხა იგი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს, ჟანდარმერიის ბრძანების თანახმად, იაკობ ფანცხავა ფოთიდან ქუთაისში წავიდა, რათა ჟანდარმერიის უფროსის, დებოლის წინაშე წარმდგარიყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ქუთაისში დასაკითხად დაბარებულ იაკობ ფანცხავას ჟანდარმერიის უფროსი დებოლი სამი დღის განმავლობაში ჰკითხავდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა დებოლმა სამდღიანი დაკითხვების შემდეგ გაათავისუფლა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველოში დაკავებულ იაკობ ფანცხავას სამმართველოს ერთ-ერთ ოთახში ამყოფებდნენ და იქვე აწვდიდნენ საკვებს.

1895

ტიპი: ნასამართლეობა

1895 წელს, ჯანდარმერიაში დაკითხვის შედეგად, იაკობ ფანცხავა პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე ივანე ანდრონიკაშვილმა იაკობ ფანცხავა წარადგინა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა მედვედევმა საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე იაკობ ფანცხავა არ დაამტკიცა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს, საფილოქსერო კომიტეტის დატოვების შემდეგ, იაკობ ფანცხავა თბილისში დარჩა და სამსახურის ძებნა დაიწყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა თბილისის სახბანკის კანტორაში დადიოდა და საბანკო ოპერაციებს ეცნობოდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ ფანცხავამ თბილისის სახბანკის კანტორის გამგეს მისწერა წერილობითი უარი ქალაქ პერმში მისი გამგზავრებისა და ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

1895

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1895 წელს, გაზეთ „კვალთან“ თანამშრომლობის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ გაიცნო აკაკი წერეთელი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ თავი მიანება საფილოქსერო კომიტეტში სამსახურს იმ მიზეზით, რომ იგი არ დაამტკიცეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავასთვის საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზი მის სახლში ქუთაისის ჟანდარმერიის ჩატარებული ჩხრეკის ცნობა გახდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს, იაკობ ფანცხავას გაზეთ „კვალში“ მუშაობის პერიოდში, რედაქტორი გიორგი წერეთელი თბილისში არ იმყოფებოდა.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს გაევსკი იყო საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის, მედვედევის თანაშემწე.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წლიდან ვასილ კოპტონაშვილი 10 წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა ჯავახეთის სოფელ ჩუნჩხაში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გიორგი წერეთელმა იაკობ ფანცხავას სთხოვა „კვალის“ გამოცემისა და წარმოების საქმის გაძღოლა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გიორგი წერეთელი პირადი საქმის გამო საჩხერეში წავიდა და ამ მიზეზით ვერ შეძლო გაზეთ „კვალის“ სარედაქციო საქმის გაძღოლა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა დათანხმდა გიორგი წერეთლის შემოთავაზებას, გასძღოლოდა გაზეთ „კვალის“ გამოცემისა და წარმოების საქმეს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს უსამსახუროდ დარჩენილი იაკობ ფანცხავა თბილისში რეპეტიტორობით ირჩენდა თავს.