ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51387

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის განცხადება 1899 წლის იანვრიდან ალმანახ „კრებულის“ გამოცემის განახლების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას აპირებდა, რომლის ტირაჟი 5000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბერს ახალი სენაკის სკოლის ზედამხედველი სპირიდონ ენუქიძე და ბოქაული ივანე ახვლედიანი სამრევლო სკოლისთვის შენობის შესარჩევად ნოქალაქევში ჩავიდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ზაალიშვილის წერილი „ბოტანიკის ტერმინების გამო ქართულად“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ელპიდა მგელაძის წერილი „ჩვენი ქალების გამო“, რომლითაც ავტორი ეკატერინე გაბაშვილის მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას ეხმიანებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ლიხელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის კორესპონდენცია „აქტი ტომსკის უნივერსიტეტში“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს აბასთუმნის სამკურნალო წყლების მართვა-გამგეობა დაექვემდებარა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი კრილოვის არაკების კრებული 30 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ზაალიშვილის წერილი „ბოტანიკის ტერმინების გამო ქართულად“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნინა ყიფშიძის განცხადება, რომლითაც ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გატანილი ყულაბების კანცელარიისთვის დაბრუნებას სთხოვდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ ჯვარცხმის სამრევლო სკოლის მასწავლებლის სარდიონ მგალობლიშვილის წერილი, რომლითაც ის ილარიონ მგალობლიშვილს სკოლისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გიმნაზიის კურსდამთავრებული სიმონ გვარამაძე კალოუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის მასწავლებლად დაინიშნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა არტემ სიხარულიძის კორეპონდენცია „ბასილეთის საზოგადოება. ხალხის სიღატაკე და მისი მიზეზები“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თავადმა ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის მაზრის სოფლების დასახმარებლად ხაზინიდან შვიდი ვაგონი ხორბალი ისესხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ 11 დეკემბერს ქართლ-კახეთის სამრევლო სკოლების ზედამხედველთა კრება დანიშნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობ ბაბო ავალიშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში, ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის რეჟისურით, კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ დაიდგა, რომელიც ქართულ ენაზე ანდრია ღულაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მოხელე დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი უცხოეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ყვარლის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი დუმბაძე, რომელსაც კლავდია შმაკოვის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, პროპორშიკ ჯაბა გურიელის თავდებობით სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ სვინომის ძე ზედგინიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 6 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ მეათე ნომერში ალექსანდრე მირიანაშვილის იგავი „ძეძვი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ მეათე ნომერში შ. ფრონელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ზაქარია ალიდაშვილის მიერ თარგმნილი ლექსი „დამტვრეული დედოფალა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟურნალ „ჯეჯილის“ მეათე ნომერში ეკატერინე გაბაშვილის მიერ თარგმნილი „ვაშლის ქვეყანაში“ გამოქვეყნდა.