ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე საზოგადოების ნამდვილი წევრობის მსურველი იყო მღვდელი კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე, ხოლო მისი თავმდებნი – დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი და ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 1 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე თავმჯდომარემ კრებას ჰკითხა პროტოკოლში ჩაეწერათ თუ არა საყვედური კომისიის წევრთა მიერ მოხსენებაში გამგეობის წევრების მიმართ გამოყენებული უმართებულო კილოს შესახებ. აკაკი როსტომის ძე წერეთელმა, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძემ და ანტონ ივანეს ძე ნატროშვილმა განაცხადეს, რომ ამ ზომის მიღება საჭირო არ არის, ხოლო სხვა წევრებმა საჭიროდ მიიჩნიეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე საზოგადოების ნამდვილი წევრობის მსურველი იყო თომა ასათიანი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე კომისიის წევრმა ვასილ ილიას ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ კომისიის გასამტყუნებლად განგებ დაწერა მოხსენება. მისი აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო ცალკე კომისიის დანიშვნა. ვ. რცხილაძის იდეას მხარი დაუჭირა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, პროტოკოლში ჩაეწერათ უკმაყოფილება სარევიზიო კომისიის მიერ 1891-1892 წლების მოხსენების უარყოფითი კილოს შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის მაისში ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ შვეიცარიაში მყოფი ქართველების სახელით გაზეთ „კვალის“ რედაქციას გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამდა ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალების გამო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის მაისში ოლივერ უორდროპი დედოფლის ნათესავთან, ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტთან, ერთად 3 კვირით შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველებს ეწვია.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 1-ელ მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მუზეუმის შენობის ასაგებად პროექტის შეკვეთის საკითხი და ამისათვის 150 მანეთი გამოყეს.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის მაისში დუტუ მეგრელი დანიშნეს ყოფილი ყარსის ოლქის, ოლთისის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის მაისში დუტუ მეგრელი დანიშნეს გადასახადთა ინსპექტორად ოლთისში, სადაც მას გაჰყვნენ დედამისი, მისი გარდაცვლილი ბიძის პატარა ვაჟი და პეტრე გელეიშვილი, ბავშვის მასწავლებლად და დამხმარედ კანცელარიაში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 28 აპრილს ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძემ ილია ჭავჭავაძეს მოურავად მუშაობის დასაწყებად დახმარება სთხოვა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 24 აპრილს სილოვან თომას ძე ხუნდაძემ გაზეთ „კვალში“ დაბეჭდა კრიტიკული რეცენზია „მკითხველის შენიშვნები“ ილია ჭავჭავაძის პოემაზე „მეფე დიმიტრი თავდადებული“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქობულეთში სკოლის დასაარსებლად ცნობების შეკრება გადაწყდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის სხდომის ოქმს, რომელზეც მიიღეს დადგენილება გამგეობისთვის მეოთხე წევრის დამატების თაობაზე.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 დეკემბერს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა, რომ საახალწლოდ მის წერილს ელოდებოდა „კვალში“ დასაბეჭდად.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 აპრილს ჟურნალისტმა კოტე ხერხეულიძემ სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა 10 აპრილს გორში გამართული თავად-აზნაურთა ყრილობის შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 10 აპრილს გორის მაზრის თავად-აზნაურთა ყრილობას გორში ესწრებოდნენ თბილისიდან ჩასული აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, „კავკაზის“, „ივერიისა“ და სხვა გაზეთების კორესპონდენტები.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 1-ელ აპრილს პეტრე უმიკაშვილმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა ეკატერინე ზაალის ასული ორბელიანის რამდენიმე წერილის ასლი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის აპრილამდე იაკობ ფანცხავა იყო მასწავლებელი გერასიმე ცაგარეიშვილის სასწავლებელში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს წერილი გაუგზავნა ოთხპროცენტიანი გირავნობის ფურცლების გამოსაშვებად ნებართვის მისაღებად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გადაწყდა, საზოგადოებას გაეხსნა მთავრობის ტიპის პირველდაწყებითი სკოლები, თუ კანონის თანახმად მასწავლებლის არჩევა და დამტკიცება მის ხელთ იქნებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ დიღომში სკოლის გასახსნელად საზოგადოების უფლების დათმობა არ არის საჭირო, რადგან მისი გახსნა თავისი სახელით შეუძლია იმ პირს, ვისი ხარჯითაც სკოლის გახსნას საზოგადოება აპირებს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ, ნიკოლოზ ზებედეს ზე ცხვედაძემ და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ აღნიშნეს, რომ საზოგადოების უფლების დასაცავად საჩივრის დაწერა იმ დროს არ იყო გამართლებული, უმჯობესი იყო დროებით ისეთი ტიპის სკოლების გახსნა, როგორის ნებასაც აძლევდა სახალხო მზრუნველი, იმ პირობით, თუ მასწავლებლების არჩევის უფლება საზოგადოებას ექნებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მთავრობის ტიპის პირველდაწყებითი სასწავლებლის პროგრამა დიდად არ განსხვავდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების პროგრამისგან.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 მარტს, საღამოს 9 საათზე, გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი კომისიის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.