ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46044

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის უფროსი ნოქრის თანაშემწის, ივანე მელაძის თხოვნა 1-თვიანი შვებულების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ასათიანის სიტყვა „შრომის კანონი დამფუძნებელ კრებაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ასათიანის წერილი „სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციათა თათბირის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ასათიანის წერილი „ს. დემოკრატიულ ორგანიზაციათა თათბირისათვის“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „კოწია თუმანიშვილის დატუსაღება“.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გიორგი ჟორდანიას გადადგომის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გაუქმდა და დაწესდა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა კ. სვიმონიშვილის სტატია „კორესპონდენცია ბორჩალოს რევიზიის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბერს თბილისში გამართულ სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკური თათბირზე მოხსენებები წაიკითხეს ნოე ჟორდანიამ და ნოე ხომერიკმა, სიტყვა წარმოთქვა კარლ კაუცკიმ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 ოქტომბერს ნოე სიხარულიძის 12 წლის ვაჟს რევოლვერი გაუვარდა, ტყვია მოხვდა მის 10 წლის ძმას, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 13 ოქტომბერს ვლადიმერ ბეკოს ძე დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ სენაკის განყოფილების მუდმივი წევრები – პოლიკარპე ლორთქიფანიძე, ოლღა ხოფერია, გიორგი გამზარდია – საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ასათიანის წერილი „ს. დემოკრატიულ ორგანიზაციათა თათბირისათვის“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლისთვის 75 000 მანეთის სესხება გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოსამსახურეებისთვის სურსათის შესაძენად 100 000 მანეთის გადადება გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მთავარი კორექტორისთვის თვიურად 10 000 მანეთის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლის დასახმარებლად მთავრობის წინაშე შუამდგომლობის აღძვრა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ჯამაგირის მომატების ნაცვლად ოქტომბერში მათთვის ერთდროული დახმარების მიცემა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 12 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმის მიხედვით, ოლღა ხოფერია სენაკის გამგეობის თავმჯდომარე იყო. 

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წინადადება“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 ოქტომბერს იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჟორდანია გაათავისუფლეს თანამდებობიდან მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ ბარნოვის წერილი „სასწავლებელში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „აღმოსავლეთის ცეცხლისკენ“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს კარლ კაუცკი შეხვდა გერმანელთა ეროვნული საბჭოს დელეგაციას ფრანც შულცის, ლამპარტორის, გორგინისა და კონტრინის შემადგენლობით. კაუცკიმ მოისმინა მოხსენებები და დაინტერესდა თბილისში მყოფი გერმანელების მდგომარეობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება წიგნის მაღაზიაში ვაჭრობის წარმოების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ცენტრალური კოოპერატიული კავშირის თხოვნა ცეკავშირთან არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის საზოგადოების თითო გამოცემის ნისიად დათმობის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.