ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს აცნობებს, რომ ეგზავნება აპრილის ჯამაგირი 3 თუმანი და მის მიერ მოთხოვნილი 45 ცალი ბადიანი რვეული. ის სთხოვს, აცნობოს ფულის მიღება, რვეულების ანგარიშზეც მოუწეროს ხელი და გაუგზავნოს უკანვე, ხოლო ანგარიშის პირი თავად დაიტოვოს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 აპრილის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სოფრომ ივანეს ძე კიკნაძეს წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი გადაეცა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 22 აპრილს გრიგოლ ლევანის ძე დადიანი თბილისში ჩამოვიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 აპრილს სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელმა თამარ ჯორჯაძემ მიიღო აპრილის ჯამაგირი 30 მანეთი და აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აპრილს გაზეთ „კვალში“ ილიას 17 აპრილის მეთაური წერილის პასუხად გიორგი წერეთლის „ღია წერილი თ. ილია ჭავჭავაძეს“ გამოქვეყნდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 აპრილი“ („ამას წინად მეთაურს წერილში ვსთქვით, რომ...“).

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა საქალაქო საბჭოს ხმოსნობის კანდიდატთა სია, მათ შორის დასახელებული იყო ილია ჭავჭავაძე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქართველი დედის ავტორობით ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ წერილი დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 აპრილი“ („ამას წინად მეთაურს წერილში ვსთქვით, რომ...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრები ე. ვ. Ჩემესოვი, ე. ი. ოვსიანიკოვი და დ. ე. Ჩერნიკი სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად კახეთში გაემგზავრნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილს ალექსანდრა ყანჩელმა „ცნობის ფურცელში” მადლობა გადაუხადა ნატო გაბუნია-ცაგარელსა და ვასო აბაშიძეს განჯაში გამართულ საქველმოქმედო საღამოში უანგარო მონაწილეობისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თელავის მაზრაში მცხოვრები გლეხები სიღარიბის გამო ვერ ახერხებდნენ მიწების გამოსასყიდი გადასახადის დაფარვას. თბილისის სახაზინო პალატის მმართველმა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს მიმართა და სთხოვა, რომ მთავრობასთან ეშუამდგომლა იმისთვის, რომ გლეხებისთვის გადასახადის დასაფარად ხუთი წლის ვადა მიეცათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („წაიკითხავდით „კავკასში“ ერთ ამბავს...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 16 აპრილი“ („ჩვენ მოგვივიდა თითო-ოროლა წერილი ლანძღვისა...“). ავტორი განიხილავს გიორგი წერეთლის კრიტიკულ წერილს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 აპრილს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გორის მაზრის მემამულეთა სამეურნეო ამხანაგობამ სავაჭრო მასალების საწყობად და თავიანთი საქმეების წარმოებისთვის იორდანე სიხარულიძისგან ოთხი წლით იქირავა ქვითკირისა და ხის შენობები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილს საჩხერის ადგილობრივ ეკლესიაში ალექსანდრე მიხეილის ძე წერეთლის გარდაცვალების სამი წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილის „ცნობის ფურცელში” ალექსანდრა ყანჩელმა განჯაში გამართული საქველმოქმედო საღამოს ანგარიში გამოაქვეყნა. საღამოს მიზანი იყო ქართველი მოსწავლეების დახმარება.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფუცლიდან” ვიგებთ, რომ მათემატიკის პედაგოგი, კ. Მ. Ბარძიმიშვილი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი შარვაშიძემ მაზრის უფროსებსა და ქალაქის მოურავებს მოსთხოვა ცნობების წარმოდგენა იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ შავი ჭირის წინააღმდეგ მიიღეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა ქუთაისის გუბერნიასა და ზაქათალას ოლქში მიწების გამიჯვნის 1897 წლის გეგმა დაამტკიცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ასი თუმანი გადაეცა. ეს თანხა სააღდგომოდ ქალაქის ღარიბი მცხოვრებლებისთვის უნდა დაერიგებინათ.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის 10 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დუშეთში დაარსდა საქველმოქმედო საზოგადოება, რომლის მიზანიც ქალებისთვის სასწავლებლის გახსნა იყო. Ამ საქმეს სათავეში სოლომონ Ზანდუკელი და ი. ი. ჩეხოვსკი ედგნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილს ა. ი. სტოიანოვი ბათუმში გიმნაზიისთვის შენობის შესარჩევად ჩავიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ თეოფილე გოგიტიძემ მადლობა გადაუხადა ქუთაისის წიგნების გამომცემელ ამხანაგობას გუდაუთის წიგნთსაცავისთვის ცამეტი წიგნის გადაცემის გამო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცელში“ თეოფილე ხუსკივაძესა და ზაქარია ჭიჭინაძეს მადლობა გადაუხადეს სერგეი მესხის სახელობის სახალხო ბიბლიოთეკისა და უფასო სამკითხველოსთვის ქართული წიგნების გადაცემისთვის.