ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 მარტს ა. ივანენკომ მიხეილ შაპარონიანცს და გ. მ. კოლუბანსკის დაავალა, რომ მასთან ერთად დახვედროდნენ თბილისში ჩამოსულ ახალ მთავარმართებელს, გრიგორ გოლიცინს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თავადი ნ. ზ. ჭავჭავაძე. ნეკროლოგი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში გამართულ პედაგოგიურ კრებას ოცდაათამდე პედაგოგი დაესწრო. კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ხ. Ნ. Გროზდოვი, განიხილეს გერმანელი სწავლულის, შულცეს ნატურალური სწავლების მეთოდის შემოღების საკითხი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 მარტს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა, სოლომონ ელიოზიშვილმა და ქაშვეთის ეკლესიის მღვდელმა, გრიგოლ გამდლიშვილმა ვერის ქუჩაზე მდებარე ახალი სამრევლო საკვირაო სკოლა აკურთხეს და ამ სკოლის არსებობის საჭიროებაზე ისაუბრეს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 მარტს ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. განსვენებული 20 წლის განმავლობაში განაგებდა დაღესტნის თემს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 9 მარტს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს სააღებმიცემო ამხანაგობის „შუამავალის“ მაღაზია აკურთხეს და მაშინვე დაიწყეს ვაჭრობა. მაღაზია ბარონის ქუჩის კუთხეში, ივანე მუხრანბატონის სახლში გახსნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე შახაზიზოვ-კამსარაკანმა განაცხადა, რომ „შუა ბაზარი” ივანე ბაგრატიონ-მუხრანბატონის სატიოსთან უნდა გადაეტანათ. ამისთვის მტკვარზე ახალი რკინის ხიდის აშენება იქნებოდა საჭირო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს 4 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სვიმონ თულაშვილს მადლობა გადაუხადეს მეჯვრისხევის სამკითხველოს ფინანსური დახმარებისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს 4 მარტს „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით მადლობა გადაუხადეს კონსტანტინე გაბარაშვილს იმის გამო, რომ მან მეჯვრისხევის სამკითხველოს გაუგზავნა წიგნები და თავისი ხარჯებით გამოუწერა 1897 წლის „ჯეჯილი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მარტს გორის მაზრის უფროსი თანაშემწე გიორგი ლევანის ძე ჯანდიერი გაუძღვა დოესში სოფლის ყრილობას, რათა გამოეძიებინა, ვინ წაუკიდა ცეცხლი ნიკოლოზ ციციშვილის სახლს. ჯანდიერი ყრილობის მსვლელობის დროს დამსწრეების გამოტეხას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 1 მარტი“ („არ არის არცერთი გუბერნია შიდა რუსეთში...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („მართალია, კაცო, რასაც ჰლაპარაკობენ?...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყებული გრიგოლ თოიძის წერილი ეხება ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის დაარსების საკითხს.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის მარტში ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე იენის უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით ისტორიას სწავლობდა. იგი 3-4 წელი აპირებდა სასწავლებლად გერმანიაში დარჩენას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე იენაში იმყოფებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ დავით კარიჭაშვილისგან მიიღო მარტის ჯამაგირი 30 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში ვასილ კარბელაშვილმა დაამთავრა ქართულ-კახური საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღება და ნოტების დაბეჭდვა. კარბელაშვილი ამ სასარგებლო საქმით დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის მარტში მძიმედ გაციებულ ილია ჭავჭავაძეს ახალგაზრდა ექიმი მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის მარტში ქუთაისის სამეურნეო სკოლაში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ, ს. პ. ფეიქაროვის შემწეობით, სამეურნეო იარაღთა საწყობი გამართა. საწყობში ჰქონდათ სხვადასხვა სანიადაგო გუთნები, ჩალის საჭრელი მანქანები, ფარცხები და სხვა საჭირო იარაღები.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 15 მარტს თბილისში უნდა ჩამოსულიყო კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ფრეზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ივანე გივის ძე ამილახვარმა განკარგულება გასცა, რომ სამხედრო სასანიტრო კომისიებს დაუყოვნებლივ დაეთვალიერებინათ ჯარების სადგომები, ეზოები და სხვადასხვა დაწესებულებები შავი ჭირის პრევენციისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აკაკი წერეთელმა ყოველთვიური ჟურნალის, „კრებულის” გამოსაცემად ნებართვა ითხოვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა ნიკოლოზ დადიანის კანონთა კრებული „დასტურ-ლამა“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 თებერვალს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ მეორე ნაწყვეტი.