ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს ეკატერინე თევდორეს ასული ასათიანისა დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს პავლე იოსების ძე ყიფიანი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვარს პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სარევიზიო კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ: ვასილ ილიას ძე რცხილაძე, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე და პავლე იოსების ძე ყიფიანი, გამგეობას უსაყვედურა, რომ წლიურ ანგარიშში დაწვრილებით არ იყო მოყვანილი ცნობები წიგნებით ვაჭრობის შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა დასასრული ილია ჭავჭავაძის წერილისა „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 30 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ გაგრძელება ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение“-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 27 იანვარს ჟურნალ „მწყემსში“ დავით ღამბაშიძემ რ. დ. ღაძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა დასაწყისი სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებული იყო ილიას ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საკომლო მამულების ახალი კანონპროექტის გამო“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“დასასრული. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ გაგრძელება. ეს ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „გაზეთი „Новое Обозрение“ და კახეთის რკინისგზა“, ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის რედაქციისადმი მიწერილი წერილი „დროა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი დუტუ მეგრელის წერილი სალიტერატურო ფონდის დაარსებას ეხებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დუტუ მეგრელის წერილს სალიტერატურო ფონდის დაარსების აუცილებლობის შესახებ გამოეხმაურა ეკატერინე გაბაშვილი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 7 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება“.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1894 სასწავლო წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელი იყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოხდა არეულობა, რომელსაც აკაკი ჩხენკელის მონაწილეობით საიდუმლო სოციალისტური ჯგუფი ხელმძღვანელობდა.

1893

ტიპი: ორგანიზაცია

1893 წელს ბესარიონ ვასილის ძე ლოსაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1894 სასწავლო წელს კავკავის ქართული სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: დეკანოზი იოილ სამადაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ნ. ბალანჩივაძე, ივანე ჩითავიშვილი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, კ. ი. ანდრეევი, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, ალ. აფრიამოვი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, თ. აბაშიძე, დ. ი. ჯაჭვაძე, ნ. მაჭავარიანი, ა. გოზალაშვილი და ალ. პ. სარაჯიშვილი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-1894 სასწავლო წელს კავკავის ქართული სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე ეროთეოს გიორგის ძე ერისთავი იყო.