ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50017

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ისიდორე კვიცარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის მომატების თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სილიბისტრო თავართქილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 15 ივლისს სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლას სტეფანე ვასილის ძე კლუჩარევის სანოტარო ბიუროში დამტკიცებული ცნობით 40 თუმანი და ხუთპროცენტიანი სარგებლის ბილეთი, ხოლო თბილისის სასულიერო სემინარიას 500 თუმანი დაუტოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე განაგებდა საზოგადოების უძრავ-მოძრავ ქონებას – საგურამოს მამულს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და შალვა ანტონის ძე მიქელაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის მოხსენება ეკატერინე გაბაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების მოსკოვში მყოფ წევრთა ინიციატივა — შესაბამისი გასამრჯელოს ფასად ღარიბი სტუდენტებისთვის ეთარგმნინებინათ საბავშვო და სახალხო წიგნები. კრების დადგენილებით, ქშწკგ საზოგადოება ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივის განხორციელებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა, ეკატერინე ივანეს ასულ სარაჯიშვილის ხსოვნის აღსანიშნავად ორი საპროფესიო სკოლის დაარსება, გვირგვინის ყიდვის ნაცვლად სალიტერატურო ფონდის გასაძლიერებლად 300 მანეთის გადადება და განსვენებულის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ეკატერინე ივანეს ასულმა ფორაქაშვილ-სარაჯიშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 100 000 მანეთი უანდერძა. ეს ფული საპროფესიო სკოლების დაარსებასა და წიგნების გამოცემის საქმეს უნდა მოხმარებოდა. ანდერძით მთელი ქონება განაღდებულ უნდა ყოფილიყო და თანხის მესამედი, საგანმანათლებლო საჭიროებათა გასაძლიერებლად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა მიეღო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილი-ევდოშვილის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა და ხარჯების დასაფარად 400 მანეთი გადადო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლიდან 1914 წლის დეკემბრამდე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ივანე გომართელმა დავით კლდიაშვილს სთხოვა, ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის დანიშვნა დაეჩქარებინა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ საჭირო იყო სასოფლო ინსტიტუტების რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქალთა ამხანაგობისთვის საყმაწვილო წიგნების გაგზავნაზე ზრუნვა გიორგი დეკანოზიშვილსა და ივანე გომართელს დაავალა. საზოგადოებამ წიგნების შესაძენად 800 მანეთი გამოყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 24 დეკემბერს ქართველ ქალთა ამხანაგობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ბიბლიოთეკისთვის საყმაწვილო წიგნების გაგზავნა სთხოვა. საკითხზე ზრუნვა გიორგი დეკანოზიშვილს დაევალა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებამ 15 სხდომა გამართა. გაირჩა 64 საქმე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ედილაშვილის თხოვნა, მიეცათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის 1908 წლის დივიდენდიდან 200 მანეთი. გამგეობას ჯერ არ ჰქონდა 1908 წლის ანგარიში დამტკიცებული, ამიტომ ედილაშვილის თხოვნის განხილვა გადაიდო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის დეკემბერში არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ლევ ტოლსტოის მოთხრობის „Xозяин и работник“ ქართულ ენაზე გამოცემა სთხოვეს.