ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძემ გორში თვალიევის სახლში ვაჟთა ერთკლასიანი სასწავლებელი დააარსა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია პეტრე მირიანაშვილის ქართული ენის მესხეთიდან წარმოშობისა და აღორძინების მოსაზრების შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია ენის განვითარებისა და მნიშვნელობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია „პეტრე უმიკაშვილი და მოძრავი სკოლები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დიმიტრი ხახუტაშვილმა საზოგადოებას განუცხადა, რომ არ იყო იმ წერილის ავტორი, რომელიც „ივერიის“ N159-ე ნომერში მეჯვრისხევს შესახებ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თედო სახოკიამ ვოლტერის მოთხრობა „გულწრფელნი“ თარგმნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას ეთნოგრაფიული აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ II ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 აგვისტოს პავლე რაევი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამია გურიელმა ჰომეროსის ილიადას რამდენიმე თარგმანი შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატია „საერო ენა და სათემო კილო“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო გაბუნია-ცაგარლისამ და ალექსანდრე ნებიერიძემ ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე პეტერბურგიდან ბორჯომში ჩავიდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერა „აფხაზები და აფხაზნი“, პირველი ნაწილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გუბნელოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე იაკობის ძე პოპოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ შვილევს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დორიდონტ ნიკიტინს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ ინასარიძეს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ მამულაშვილს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია მესხიშვილს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მოზდოკელოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ თედო სახოკიას მიერ ფრანგულიდან თარგმნილი „მეფის ასული მიმი და მისი მიჯნურნი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე ბარათაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის მე-2 კლასიკურ გიმნაზიაში ღარიბ კურსდამთავრებულთა სასარგებლოდ სატანცაო საღამო გაიმართებოდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იესეს ძე თუმანიშვილი პოლკოვნიკი იყო.