ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში ლადო აღნიაშვილის მიერ შეკრებილი ხალხური ზღაპრები 30 კაპიკად იყიდებოდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ხიმშიაშვილის როლი კოტე მესხმა შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „სამშობლო“, რომელშიც ქუთაისელ მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისიდან მოწვეული არლანი, კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე და ალექსანდრე ნებიერიძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ქეთევანის როლი ეფემია მესხმა შეასრულა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 12 თებერვალს ეფემია მესხი ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანმა შეასრულა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ნაპოვნი ქართულწარწერიანი ქვები ბორჩალოს მაზრის სოფელ კოსტანიდან თბილისში, კავკასიის მუზეუმში, ჩაიტანეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ რუსულად თარგმნისა და დასაბეჭდად გადაცემის შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 1 თებერვალი“ დასასრული. წერილი ილიას თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 25 იანვარი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას საბენეფისოდ წარმოდგენილ მის ვოდევილში „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!" მონაწილეობა უნდა მიეღოთ საფაროვისას, ავალიშვილისას, ჩერქეზიშვილისას, ტარიელოვისას და აგიაშვილისას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას ბენეფისზე, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, შეგირდებს ლოჟის კუპონების შეძენა 50 კაპიკად შეეძლოთ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის წარმოდგენილი მისი პიესის „და-ძმისთვის“ საგანგებოდ შეკერეს მდიდრული ისტორიული ტანსაცმელი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის წარმოდგენილი ვალერიან გუნიას „და-ძმის“ მეხუთე მოქმედების პირველ სურათში რატილის ქართულ გუნდს შემდეგი სიმღერები უნდა შეესრულებინა: „სიმღერა სასიკვდილოდ განწირულთა“, „სიმღერა მხედართა“, „სიმღერა გმირთა", ხოლო დასასრულს „ლოცვა“ უნდა ეგალობა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის ქართული დრამატული საზოგადოების მსახიობებს პირველად უნდა წარმოედგინათ მისი ორი ახალი პიესა: ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“ მეგრელთა წარსული ცხოვრების შესახებ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!“

1892

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას ბენეფისში, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, კონსტანტინე ყიფიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1892

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას ბენეფისში, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პარასკევა დადიან-ვიტგენშტეინისა თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხაზინადრად დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მდივნად ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 26 იანვარს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთი „ივერია" ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იტყობინებოდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრება, რომელიც 19 იანვარს დამსწრეთა სიმცირის გამო ვერ ჩატარდა, საზოგადოების წესდების მე-15 პარაგრაფის თანახმად, განმეორებით დაინიშნა 26 იანვარს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარმა გიორგი სიხარულიძემ და მისმა შვილმა იორდანე სიხარულიძემ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიას 80 მანეთი შესწირეს და აღუთქვეს, რომ ეკლესიის შენობის განახლებაშიც შეიტანდნენ წვლილს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას საბენეფისოდ წარმოდგენილ მის ვოდევილში „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!“ მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევი, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი კანდელაკი, კონსტანტინე შათირიშვილი, კიკნაძე, ანდრია ადამიძე, მათე იანქოშვილი და ვალერიან გუნია.