რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ საზოგადოების მხრიდან გასაცემი ხარჯების გამოკვლევა დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია ხოშტარიას წიგნებზე მუშაობისთვის 26. 60 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს ვლადიკავკაზის სკოლის დათვალიერება დაევალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამეურნეო ბანკიდან ჩეკით ფული საზოგადოებისთვის მხოლოდ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგისა და ერთ-ერთი წევრის მოთხოვნით უნდა გადაეცათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ხარჯთაღრიცხვა წარადგინა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბაქოს განყოფილების თხოვნა, ქართული ეკლესიის დასაარსებლად გამგეობას ბაქოს სკოლასთან ეშუამდგომლა. ამ საქმის შესახებ ცნობების შეკრება ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს დაევალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სტიპენდიატ პავლე დადვაძის თხოვნა მაისის სტიპენდიის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ გადაწყვიტა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივ ელისაბედ როინაშვილს საზოგადოებისგან 10 თვის განმავლობაში 2 თუმანი მიეღო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს ბათუმისა და ძველი სენაკის სკოლების დათვალიერება და ქუთაისის კომიტეტის საქმეების გაცნობა დაევალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის მაისში ნინო ყიფიანმა და მისმა მეუღლემ, კონსტანტინე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 600 კვ. მ. მიწა შესწირეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 15 აპრილს მღვდელმა პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მუზეუმისთვის გორის მაზრაში, ძველ აკლდამაში ნაპოვნი დოქი გადასცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, გრიგოლ ჭინჭარაულისთვის მაისის ბოლომდე დაენიშნათ სტიპენდია, თვეში 8 მანეთი. ამ თანხას ის ძმები ზუბალაშვილების შემოწირულობიდან მიიღებდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის განცხადება გამგეობის ყველა სხდომის პროტოკოლის დაწერის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს იოსებ ლეჟავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიწა შესწირა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის პირველიდან რვა მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 181. 41 მანეთი, დაიხარჯა – 387. 61.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს მიხეილ გიორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას ყალამშიისა და გომარეთის სკოლების დათვალიერება დაევალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ივანე დეკანოზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების ხმათა უმრავლესობით თონეთის სკოლის მასწავლებლად ოლღა მირზაშვილი დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 95.30 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 300 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბეგოიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 35 მანეთი გადაუხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა საზოგადოებისათვის შესაწირად გადაცემული წიგნების ჩამონათვალი: XVI საუკუნის მეტაფრაზი, ხუცური ხელნაწერი, XVII საუკუნის ხელნაწერები – მარხვანი, პატარა კურთხევანი, ლოცვანი, ზატიკი, ხუცური, ღვთისმშობლის სვინაქსარი და საქრისტიანო მოძღვრება, XVIII საუკუნის ხელნაწერები – ღვთისმშობლის დაუჯდომელი და პარაკლისი, სადღესასწაულო, ანტონ კათალიკოსის გრამატიკა, ქართლის მოქცევა, XIX საუკუნის გეოგრაფია და არითმეტიკა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მისი თვიური ანაზღაურება 3 თუმანი იყო.