რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან თბილისში გაუგზავნა წერილი და სთხოვა, გაეცნოთ წიგნით ვაჭრობის წეს-დებულება, იქაური მთავრობისგან თუ იყო საჭირო ნებართვის აღება და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი და დაახლოებით 10 თუმნის წიგნების გაგზავნა ითხოვა, და რაკი ვლადიკავკაზში ქართული სტამბა არ იყო, ასევე – ქართულად დაბეჭდილი განცხადებებისა, რომლებშიც მითითებული იქნებოდა, სად შეძლებდნენ ქართული წიგნების ყიდვას. ამ განცხადებებს თვითონ მიხეილი დაარიგებდა სახლებსა და დუქნებში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილი მისწერა, რათა გაერკვია, რატომ ვერ წაიღეს მისი გამოცემული არითმეტიკის წიგნები ვახტანგ თულაშვილისგან. ასევე აინტერესებდა, მისი ახალი სახელმძღვანელოებისთვის საზოგადოების საწყობში თუ იქნებოდა ადგილი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილით ზაქარია ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ივერიის“ მე-80 ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მან პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკა თავისი ჩასწორებებით დაბეჭდა. ის უარყოფდა ამ ფაქტს და რედაქციას მიმართავდა, თუ სურდათ, შესადარებლად მიუტანდა დედანსაც და ნაბეჭდ მასალასაც.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ფილიმონ ქორიძის ხელმძღვანელობით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მარიამ ძნელაძემ, ჭილაძისამ და ვლადიმერ ღლონტმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ქუთაისის თაეტრის დარბაზში უნდა წაეკითხა საჯარო ლექცია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შეხვედრა გადაიდო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ცუდი ამინდების გამო ბ. ფურერმა ბოლო წარმოდგენა გამართა და თბილისში დაბრუნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ სტეფანწმინდაში სასწავლებლის არარსებობის დროს პედაგოგი პავლე ღუდუშაური თვეში 10 შაურად და უფასოდაც ასწავლიდა ყმაწვილებს ყველა იმ საგანსა თუ ხელობას, რომლებსაც ქალაქის სკოლების დაწყებით კლასებში ასწავლიდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ თონეთში მცხოვრებ კონსტანტინე ყავრიშვილს დაეწვა სახლები და მარანი, რამაც ის ჯამში 6 000 მანეთით დააზარალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც საზოგადოების სკოლებში წლის განმავლობაში 517 ქალ-ვაჟი სწავლობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას გახსნილი ჰქონდა 7 სკოლა, აქედან 5 ვაჟებისა და 2 ქალებისა. ასევე თავშესაფარი სახლი ღარიბთათვის და ერთიც ყმაწვილებისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიღებული თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიშის მიხედვით საზოგადოებას სკოლების, ღარიბთა და ყმაწვილთა თავშესაფრებისა და სხვა საჭიროებისთვის 26 074 მანეთი და 99 კაპიკი დაუხარჯავს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას საანგარიშო წელიწადში სახარჯავად 41 625 მან. და 94 კაპიკი ჰქონდა გამოყოფილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოლღა ჭავჭავაძისგან მიიღეს თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიში 1886 წლის 1-ელი ივნისიდან 1887 წლის 1-ელ ივნისამდე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს სამი ახალი ქართული წიგნი: ვასილ ბარნოვის „საკვირველი ხე“ და „პაპუნა“ და ასევე, „სარკე კაცის შინაგანი ცხოვრებისა“, მღვდელ-მონაზონ ბენედიქტეს მიერ შედგენილი სხვადასხვა ძველი ქართული წერილებიდან, რომელიც ათონის ქართველთა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანემ გამოსცა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ექიმი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი „ქართული სწორმეტყველება, სასინჯი სახელმძღვანელო“, რომელიც ავტორის დაუკითხავად გამომცემელ ზაქარია ჭიჭინაძეს გადაუკეთებია და ზოგი რამ გამოუტოვებია კიდეც, რაც არასწორი ქმედება იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გამგეობის ნებართვით ალექსანდრე ნებიერიძემ გაზეთ „თეატრის“ ბეჭდვა განაგრძო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ აპრილის დამლევს ან მაისის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ მუშტაიდში გაიმართებოდა ლატარეა-ალეგრი. მსურველებს შესაწირი ნივთი ოლღა ჭავჭავაძის ან საზოგადოების სახელზე უნდა გაეგზავნათ.