ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ჩერქეზმა მწერალმა ყაზიბეკ ახმეტუკოვმა იური კაზი-ბეკის ფსევდონიმით გამოცემული თავისი წიგნი „ცოტ-ცოტა ყველაფერზე. ნარკვევები და მოთხრობები“ წარწერით მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის ქშწ-კგ საზოგადოების“ მოქმედებისა: 1896 წელი. წელიწადი მეთვრამეტე. ტფ., 1897“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა მსურველებს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძის მაღაზიაში შეეძლოთ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ფსევდონიმით Горесмехов გამოქვეყნებულ საახალწლო ფელეტონში განხილულია სათავადაზნაურო ბანკის კრებებზე ვანო მაჩაბლისა და მისი მომხრეების გამოსვლები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „ნიკო გიორგის ძე დადიანის ცხოვრება“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ქუთაისის ამხანაგობამ გამოსცა იონა მეუნარგიას „მამია გურიელის ცხოვრება“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1904 წლებში კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე სოფ. მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს „Сборник материалов“-ში ცალკე ნაკვეთად დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების შრომა „Известия грузинских летописей и историков о Северном Кавказе и России“, რომელსაც თან ერთვოდა „ალღუზიანის“ რუსული თარგმანი და ოსეთის რუკა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გიორგი გვალიამ და ფ. ივანიდისმა სოფელ ოქუმში ტყვია-ვერცხლის მადანი აღმოაჩინეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში ზაქარია ჩხიკვაძემ ფილარმონიული საზოგადოები წესდებაზე მუშაობა დაასრულა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ზაქარია ჩხიკვაძემ ფილარმონიული საზოგადოები წესდება ეპისკოპოს ლეონიდს წარუდგინა. მას ძალიან მოეწონა ჩხეიძის იდეა და ეკლესიის მხარდაჭერა აღუთქვა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს გიორგი ბესარიონის ძე შენგელია ჭაგნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს თედო ჟორდანიამ ნიკორწმინდის ეკლესიის შესახებ საინტერესო სიგელი გამოაქვეყნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1902 წლებში არსენ სიმონის ძე წითლიძე ძველი სენაკის სამრეწველო ამხანაგობის საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა ნაძალადევში, თავის სახლში წარმოდგენა გამართა, შემოსავალი სამრევლო სკოლის გახსნის საქმეს მოახმარა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი ბაქოში მუშაობდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897-1901 წლებში „მოამბეში“ იბეჭდებოდა თედო სახოკიას მიერ გურიასა და აჭარაში მოგზაურობის მასალები და ამ ორი მხარის აღწერა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის ლექსების კრებული „მწარე ფიქრები“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს სანდრო გუგუშვილმა იაკობ ფანცხავას ამცნო, რომ ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე მას ქალაქის თვითმმართველობაში სამუშაოდ ეპატიჟებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავამ სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების გამგეს გადასცა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავა ქალაქ ნიკოლაევიდან ქალაქ ფოთში გადავიდა სამუშაოდ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავა სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების ბანკის თანამშრომლებს გამოემშვიდობა და სამსახურიდან წავიდა.