რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს როტმისტრი მამია დავითის ძე გურიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანდრია დავითის ძე ბახტაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი გორდეზიანის თხოვნა წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 31-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პეტერბურგის კონსერვატორიას თამარ შიუკაშვილის სწავლის საფასურის დასაფარად 75 მანეთი გაუგზავნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ადელაიდა აბაშიძე-გორლენკომ საწევრო, 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22519.82 მანეთს შეადგენდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11615.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა სვანეთის სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემების ნახევარ ფასად გადაცემის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი მიხეილის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. კონტუათის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მასწავლებელთა უმცირესი ჯამაგირი წელიწადში 360 მანეთით განისაზღვრა, ყოველი სამი წლის ნამსახურობის შემდეგ ემატებოდა 60 მანეთი, ვიდრე 600 მანეთამდე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 14 სკოლა ჰქონდა. გერგეთის, გომარეთის, საგურამოს, ყალამშიის, ბათუმის, ბაქოს, თელავის, კავკავისა და სოხუმის სკოლებს საზოგადოება სრულად აფინანსებდა. წინარეხის, გიორგიწმინდისა და ნავთლუღის სკოლებს – ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსამზადებელ სკოლასა და მის განყოფილებას სენაკში ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ინახავდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებას ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა. საზოგადოებას ჰყავდა 68 წევრი, ინახავდა 4 ბიბლიოთეკას, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 1363 მანეთს, გასავალი 414 მანეთს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების წევრები იყვნენ: მათე ვასილის ძე ბახტაძე, ლავრენტი ანტონის ძე ჩიმაკაძე, სერგო დავითის ძე მამალაძე, პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე, სილოვან დავითის ძე ჩიქოვანი, პოლიევკტი კიკალიშვილი და იულონ შარაშენიძე. 1911 წლის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა 8 სხდომა, გაირჩა 34 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ბარბარე სპირიდონის ასული წერეთელი ხელმძღვანელობდა. საზოგადოებას 22 წევრი ჰყავდა, ინახავდა 5 ბიბლიოთეკას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 470 მანეთსა და 88 კაპიკს, გასავალი – 303 მანეთსა და 78 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა და გიორგი სტეფანეს ძე გუჯეჯიანი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკი და ბესარიონ გაჩეჩილაძე.