რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძემ გორში გახსნა წიგნის მაღაზია და მბეჭდავებს შეეძლოთ გაეგზავნათ წიგნები გასაყიდად.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალციხეში არსებული დედათა სასწავლებლის დასახმარებლად ანა მუსხელიშვილმა და მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა სასწავლებლის სასარგებლოდ 1888 წლის 24 იანვარს წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმა“, რომელიც რუსი საზოგადოებისთვის ანნა მუსხელიშვილმა თარგმნა. წარმოდგენიდან სასწავლებლის სასარგებლოდ 11 თუმანი შეგროვდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სიონის ტაძარში წირვას აღავლენდა ეგზარქოსი პალადი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 იანვარს ახალციხეში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გაიმართა ქართულ-რუსული წარმოდგენა. ქართულად ითამაშეს „ხანუმა“. ღონისძიების მოთავენი იყვნენ ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილი და ანა მუსხელოვი, რომლებსაც დიდი მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის, ასევე მემამულე ფიზულა ბეგი, რომელმაც სკოლას10 მანეთი შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 26 იანვარს „ქართული დრამატული საზოგადოება“ გამართავდა კომედიას „პარიჟელი ბიჭი“ ორმოქმედებად. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, თამაროვისა, ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასო აბაშიძე, ხუციშვილი და კ. მაქსიმიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის „სობრანიის“ დარბაზში გაიმართებოდა კონცერტი ზეითუნელების სასარგებლოდ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა ზარუდნაია, იოსეფოვიჩი, ზვიაგინა, ლუბკოვსკაია, პრიანიშნიკოვი და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ აბაშიძემ, მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა და კ. მაქსიმიძემ შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი როლები ოპერეტაში „რაინდი უშიშარი და გულმართალი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის საბჭოს გადაწყვეტილებით ლორის-მელიქოვის სახელზე სტიპენდიისთვის შეტანილი 14 000 მანეთი პეტერბურგის უნივერსიტეტიდან უნდა გადმოეტანათ თბილისში და გაენაწილებინათ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბჭოს აზრით იმსახურებდნენ დახმარებას.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 19 იანვარს ქართულ დრამატულ დასს უნდა წარმოედგინა ჟირარდენის დრამა „ორ ცეცხლ-შუა“ , თარგმნილი ივანე მაჩაბლის მიერ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 იანვარს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა ოპერეტა „რაინდი უშიშარი და გულმართალი“ 2 მოქმედებად. მონაწილეობას მიიღებდნენ კ. მაქსიმიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, მარიამ აბაშიძე, ბარბარე ავალიშვილისა, ლეონიძისა, თამაროვისა და ვასილ აბაშიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის მეორე რიგის ხმოსნებად აირჩიეს: სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი, მერ. გიორგის ძე ლორთქიფანიძე, ლუარსაბ ტარიელის ძე ლოლუა, ლ. ა. კოკოჩოვი, მათე ივანეს ძე ნიკოლაძე, გიორგი ხაზ. ძე კიზირია, მოშ. ისხ. ძე რიჟინაშვილი, იაკინთე ს. ძე ალიბეგოვი, კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება, რომლითაც მან პასუხი გასცა სოფრომ მგალობლიშვილს ბრალდებაზე ვითომდა მისი ნაწარმოები „ღამის მეხრე ცეცო“ შემოკლებით და დამახინჯებულად გამოსცა. ჭიჭინაძის თქმით, თავად მგალობლიშვილმა დართო ნება, როგორც მოხერხდებოდა ისე დაებეჭდა ხსენებული ნაწარმოები და ამის დასტურად მას მწერლის წერილიც აქვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისში პირველი რიგის ხმოსანთა არჩევნები თავიდან დანიშნეს და კანდიდატთა სიიდან ამოშალეს შემდეგი პირები: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი, ივანე სიმონის ძე მესხი, ნიკოლოზ მარკოზის ძე კანდელაკი და პავლე გოჯასპინის ძე ლორთქიფანიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსი პალადი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვას წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ეკლესიაში აღავლენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გულითადი მადლობა გამოუცხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს მოწყობასა თუ მონაწილეობაში. მათ შორის მადლობა გამოუცხადეს ვარვარა ზარუდნაიას, ე. დ. კოკოვცევისას, ო. ნ. ოსეფოვიჩს, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს, გენადი ყორღანოვს, მ. ბ. მედვედევს, ი. ფ. სარაჯოვს, დავით გიორგის ძე ერისთავს, იოსებ რატილს, ვლადიმერ აღნიაშვილს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მიტროპოლიტი პავლე ივანეს ძე რაევი სიონის ეკლესიაში ჩაატარებდა წირვას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გახა ჯიქიამ და ბეგლარ ლიფონავამ მადლობა გამოუცხადეს აზნაურ სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძეს, რომელმაც თავისი ინიციატივით ზუგდიდში დააარსა საძმო-საამხანაგო ქართული წიგნსაცავი, რომელშიც იყო ძველი და ახალი წიგნები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ კონსტანტინე ყიფიანმა პირადი საქმეების გამო მონაწილეობა ვერ მიიღო კვირას დაგეგმილ წარმოდგენაში.