ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ მოთხოვნილი წიგნების თანხა გაუგზავნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა საზოგადოების საცავისთვის ხელნაწერების (ეტრატზე ნაწერი „სვინაქსარი“, მეტაფრასი, „სახარება“) შესაძენად თანხის გამოყოფის საკითხი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წინამძღვარიანთკარის სკოლისათვის ფინანსური დახმარების გაწევისა და ბათუმის ქალაქის სამმართველოს მიერ სკოლის ასაშენებლად მიწის გამოყოფის საკითხები.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს კავკავის მეურნე კომიტეტის თხოვნა ადგილობრივი სკოლებისთვის წიგნებისა და სასკოლო ნივთების გაგზავნის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ თავის დას, ელისაბედ ჭავჭავაძეს, შეატყობინა, რომ თბილისში ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ორსართულიან სახლში რემონტი დასრულდა და ბინები უკვე გააქირავა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 18 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესია აკურთხა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 6 სექტემბერს ანტონ ფურცელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ არტაანის მაზრიდან წინარეხში გადმოსახლებულ ქართველებს მშობლიური ენა ავიწყდებოდათ, ამიტომ აუცილებელი იყო იქ ქართული სასწავლებლის გახსნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 სექტემბერს კავკავში გარდაცვლილმა აზნაურმა სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ თბილისის სასულიერო სემინარიას ანდერძით დაუტოვა 400 თუმანი, რომლის სარგებლიდანაც 40 თუმანი უნდა მოხმარებოდათ ღარიბი მღვდლის შვილებს; პირველი შინაგანი სესხის 5%-იანი მომგები ბილეთი შესწირა კავკავის ქართულ სკოლას, ათ-ათი თუმანი – თბილისის გუბერნიის რამდენიმე მონასტერს. ს. საყვარელიძემ არც თავისი ღარიბი ნათესავები დატოვა უყურადღებოდ – ცოტაოდენი ფული ყველას უანდერძა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელის ზედამხედველმა მიხეილ ივნეს ძე ილურიძემ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გაეგზავნათ არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძის ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოს 60 ეგზემპლარი, თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო – 5, „ქართველი პოეტების კრებული" (რუსულ ენაზე) და სულხან (ტიხონ) ბარათაშვილის (ბარათოვის) საქართველოს ისტორია – 2-2, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის რუსული მეტყველება (Русская речь) და 15 ცალი „Христоматия Полевого".

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავა ოდესაში გაემგზავრა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავამ ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა ბუნებისმეტყველების მიმართულებით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის სექტემბერში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში შესულმა იაკობ ფანცხავამ სპეციალობად ფიზიოლოგია აირჩია.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ოდესის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, გარდა სპეციალობად არჩეული ფიზიოლოგიისა, იაკობ ფანცხავა შეისწავლიდა ზოოლოგიას (შედარებით ანატომიას), ბოტანიკასა და ორგანულ ქიმიას.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ზედა შავრის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აკურთხა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 18 აგვისტოს ზაქარია ჩხიკვაძემ პეტრე კარბელაშვილის მიერ შესრულებული „ღმერთო, ღმერთო“ ნოტებზე ჩაწერა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძეს, შეატყობინა, რომ მის მიერ გაგზავნილი მასალა გაზეთში დასაბეჭდად არ გამოდგებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ბაქრაძეს ქართველ მეფეთა გამოსახულებების ალბომი სთხოვა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „აი ისტორია“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 27 ივლისს ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ რედაქცია თავისი ახალი სახლის შენობაში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, გადაიტანა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად უნდა ჩამოსულიყვნენ ნიკოლოზ მაყაშვილი და ილია ოქრომჭედლიშვილი ოჯახებთან ერთად.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ხელწერილი მისცა სვიმონ არუთინოვს, რომ მიჰყიდდა წიწამურსა და საგურამოში მოწეულ მოსავალს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის ივლისის დასაწყისში ელისაბედ გრიგოლის ასული ჭავჭავაძე-საგინაშვილისა იალტაში იმყოფებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის ივლისში ილია ალხაზიშვილმა ილია ჭავჭავაძეს თავისი ნაშრომები გაუგზავნა.

1889

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 30 ივნისს „ივერიის“ №92-ში დაბეჭდილი ფელეტონის „რამე-რუმე“ წაკითხვის შემდეგ ანტონ ფურცელაძემ ფელეტონის ავტორს, სოფრომ მგალობლიშვილს საყვედურის წერილი გაუგზავნა.