ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სახელდახელო ანგარიშზე 3044. 86 მანეთი ჰქონდა, საგანგებო თანხა – 44510. 21 და სათადარიგო – 11643.15.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 20 ოქტომბერს მარიამ ვახტანგის ასული ჯამბკურ-ორბელიანი 204 ხელმომწერთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სოფელ ატენში სკოლის გახსნას სთხოვს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 29 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1972 მანეთი და დაიხარჯა – 719.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 14 ივლისს პავლე თევდორეს ძე დადვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სესხად 20 მანეთს სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 14 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძეს ერთჯერადი დახმარება – ერთი თუმანი მისცა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 14 ივლისს ანეტა კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მთიულეთში დასარიგებლად წიგნები სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ბათუმის სკოლას 110 მანეთის წიგნები გაუგზავნეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიმერ ლოლუას მიერ საზოგადოებისთვის შეწირული წიგნები, რომლებიც ძველი სენაკის სკოლაში ინახებოდა, ახალი სენაკის სახალხო ბიბლიოთეკას გადასცეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ცხინვალის ბიბლიოთეკისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ახალციხეში წიგნების საკომისიო დანამატით გასაყიდად გაგზავნა სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ცხინვალის ბიბლიოთეკას შენახული ჰქონდა 600 მანეთი, დახარჯული – 579. 27 და დასახარჯი – 20. 73.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 29 ივნისს პეტრე გრიგოლის ძე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილიას ძეგლის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. საზოგადოებამ 3000 მანეთი თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქაიხოსრო ქავთარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარებოდნენ არჩილ ჯორჯაძესა და მიხეილ წერეთელს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გიორგი ოქროპირის ძე ღვაბერიძისთვის სუხჩაში სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მიეწერათ, რომ გამგეობა სკოლას უხელმძღვანელებდა, მაგრამ ყველა ხარჯი სოფელს უნდა გაეღო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნინო სვიმონის ასულმა ჯამბაკურ-ორბელიანმა 20 მანეთით დახმარებას სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იაკობ ცინცაძის თხოვნა, უნივერსიტეტის სწავლის საფასურის გადასახდელად 50 მანეთით დახმარების შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სარდიონ ალექსის ძე კაკაბაძემ ილიას ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენაში ავანსად 50 მანეთი სთხოვა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 29 ივნისს პეტრე გრიგოლის ძე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილიას ძეგლის ახალი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. გადაწყდა, 3000 მანეთი თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოსთვის ეთხოვათ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნის ამწყობმა ვასილ ყიფიანმა 100 მანეთის კრედიტის გახსნა სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს დიდუბის ბიბლიოთეკის გამგე აღალო ათანასეს ძე თუთაშვილმა (თუთაევი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესანახად 20 მანეთი სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანდრია ღულაძის თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა პეტერბურგის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტ ნ. თევზაძეს. გამგეობამ უარი უთხრა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას საგანგებო თანხა 42205. 91 მანეთი ჰქონდა, ხოლო სათადარიგო – 11643. 31.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგარეჯოელების თხოვნა სკოლის გახსნის შესახებ.