რეგისტრირებული ფაქტები46044
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრები: დავით კარიჭაშვილი, თევდორე კიკვაძე, შიო არაგვისპირელი, ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე, იპოლიტე ვართაგვა, მიხეილ კაკაბაძე, იოსებ გიორგობიანი და არჩილ ჯაჯანაშვილი ქალაქ თბილისის მესამე უბნის მომრიგებელ მოსამართლეს, მ. ჩხეიძეს, გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეზე მზრუნველობის ოფიციალურად გადაცემას სთხოვენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 სექტემბერს საქართველოში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანმა რწმუნებულმა სერგეი კიროვმა ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა ნოტა საქართველოს მუშათა დელეგაციის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერინარულ-სანიტარული განყ-ის გამგე ვ. ლაშხაური თელავის მაზრაში გაემგზავრა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო ადგ. ორგანიზაციების მოსაწყობად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს გამართულ ფოთის რაიონის კავშირთა და დარგთა წარმომადგენლების კონფერენციაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟღენტი, მდივნად – ლაზ. ძიმისტარიშვილი. სპეკულაციასთან ბრძოლისა და ფოთში მუშათა კონტროლის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა შრომის სამინისტროს რწმუნებული ე. ქორქია, რომელმაც აღნიშნა, რომ სურსათ-სანოვაგის ხელოვნური გაძვირება ბაზარზე სპეკულაციით იყო გამოწვეული.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში" თბილისის მეოთხე ვაჟთა გიმნაზიის ტრაგიკულად გარდაცვლილი დირექტორის მიხეილ ყარმანის ძე ზაალიშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ევროპის სოციალური დელეგაციის შესახვედრად მთავრობის წარმომადგენლად ბათუმში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მე-4 გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა მიხეილ ზაალიშვილის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. ხმათა უმრავლესობით საბჭოს თხოვნა დააკმაყოფილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება სკოლისა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, საბჭოთა რუსეთის მისიის წინაშე აღეძრა შუამდგომლობა კავკავის ეკლესიის ქონების დაბრუნებისა და სკოლის შენობის განთავისუფლების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, მეთოდე კაკაბაძე, შიო დედაბრიშვილი და იოსებ გიორგობიანი სეით იაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ილიას ძეგლის ადგილის ნიაღვრისგან დაცვის შესახებ. გამგეობამ ადგილის გასასუფთავებლად 3 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა და მისი დათვალიერება იოსებ გიორგობიანს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კომისია გაეცნო „აკიდოს“ შესახებ ქრისტინე შარაშიძის რეცენზიას და მცირე შესწორებებით მისი დაბეჭდვა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 სექტემბერს სენაკის ქალაქის გამგეობა ატყობინებს აკაკი ჩხენკელს, რომ მე-2 პირველდაწყებით სასწავლებელს მისი სახელი მიენიჭა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს „ერთობა“ იუწყებოდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრა პარიზში მიმავალი საფრანგეთის უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი. მის გასაცილებლად მივიდნენ: სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე გედევანიშვილი, სომხეთის წარმომადგენელი თუმანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და სხვ. მარტელთან ერთად გაემგზავრა უმაღლესი კომისრის საქმეთა მმართველი ნეტემანი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბერს ნოე ჟორდანია ინახულა ევროპის სოციალური დელეგაციის შეხვედრის მომწყობი კომისიის თავმჯდომარემ ბიქტორ თევზაიამ და შეხვედრის გეგმა გააცნო.