რეგისტრირებული ფაქტები51043
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს გენერალ ალხაზოვის დასაფლავებას ესწრებოდნენ ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე, ივანე გივის ძე ამილახვარი, ვიცე-გუბერნატორი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საბჭომ ალექსი გაბაშვილისა და იაკობ ჩიმაკაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი განიხილა. ვადის ამოწურვის გამო ერთ-ერთ მათგანს საბჭო უნდა დაეტოვებინა. საბჭომ ამ საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 8 ნოემბერს რკინიგზის თანამშრომლის ცოლი სავიცკაია გარდაიცვალა. ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის დასკვნით სავიცკაია მოწამლული იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 ნოემბერს კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე გივის ძე ამილახვარი, ტატიშჩევი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ზავადსკი და სხვ. თბილისის იუნკერთა სასწავლებლის ეკლესიის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მთავარ როლებს მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრა კარგარეთელის, ვასო აბაშიძის, სვიმონ სვიმონიძის, გედევან გედევანოვის, კოტე შათირიშვილისა და კანდელაკის მონაწილეობით სპექტაკლი „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ დადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ავლაბარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილს ბოღჩა მოჰპარეს. გამოძიების დაწყების შემდეგ ქურდმა ბოღჩა პოლიციის ეზოში დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის პირველი ნოემბრიდან რუსული ოპერა, რომლის რეჟისორი იყო ივანე იაგორის ძე ფითოევი, დასადგმელად ამზადებდა შემდეგ ოპერებს: „ფაუსტი“, „დემონი“, „ევგენი ონეგინი“, „აფრიკელი ქალი“, „რიგოლეტო“, „სამსონი და დალილა“, „ჯამბაზები“, „სოფლის პატიოსნება“, „ჰუგენოტები“ და ა.შ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესებში – „სამშობლო“, „ხათაბალა“, „ჟან-ბოდრი“ – მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ავალიშვილისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნინო ჩხეიძე, ივანიძე და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული პიესების – „სამშობლო“, „ხათაბალა“ და „ჟან-ბოდრი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების „ციმბირელი“ და „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ რეჟისორი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის პირველი ნოემბრიდან ბაქოს ოლქის სასამართლოს უფროსი კანდიდატის, სამსონ ჯანსუღის ძე გელოვანის წლიური ანაზღაურება 1 000 მანეთი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „ბედნიერი დღე“ და „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „პოეტი და კაროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „ურიელ აკოსტა“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის საოსტატო სემინარიის პედაგოგ გიორგი უთურგაულს „სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ეგაძემ, გიგინაშვილმა, ლაბენსკიმ და ს. ქურდოვანიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად 40-40 კაპიკი გაიღეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ივანე გულისაშვილმა და თომა მხეიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად ფული შეაგროვეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ამიროვმა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად ერთი მანეთი გაიღო, ს. საგინაშვილმა, ვ. გულისაშვილმა, ყაზახიშვილმა, ვ. მჭედლიშვილმა, ვასილ ციმაკურიძემ, პ. შავლიშვილმა, გ. ბალარჯიშვილმა, ივ. ჯანდიერმა და ს. მურმანიშვილმა 50-50 კაპიკი შესწირეს.