ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მასწავლებელი სპირიდონ ჯორჯიკია თანახმა იყო, დამორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ივანე რატიშვილის მოხსენება პირველი და მეორე სამკითხველოს შესახებ განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, გაკვეთილების დრო 50 წუთამდე შემცირდა და 5 გაკვეთილის ნაცვლად დაინიშნა 6, ბოლო – გიმნასტიკისთვის.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მასწავლებლები – სპირიდონ მატარაძე და სპირიდონ ჯორჯიკია პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ და მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდნენ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის წერილი ამავე სკოლის მასწავლებლის, სპირიდონ ჯორჯიკიას შესახებ, რომელიც არ ემორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას და მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – წიგნებით დახმარებოდნენ პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებულ სახალხო ბიბლიოთეკას – გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.

1890

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს მისწერა 1890 წლის 28 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება – თუ სპირიდონ ჯორჯიკია კიდევ არ შეასრულებდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ყიფიანს ის უნდა დაეთხოვა და ამის შესახებ გამგეობისთვის ეცნობებინა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მაისში ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში ჩავიდა სათავადაზნაურო სკოლის რევიზიისთვის და 4 დღე გამოცდებს დაესწრო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ყველა საშუალო სასწავლებელში გაუქმდა გიმნასტიკის გაკვეთილები, გაკვეთილის ხანგრძლივობა კი ისევ 55 წუთი გახდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 1-ლ ივნისს ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისიდან სენაკში წავიდა სკოლის რევიზიისთვის.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 მაისს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, ნიკოლოზ კიმოთეს ძე ფირცხალაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სტპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ აღნიშნა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის საკითხი საზოგადო კრებას უნდა გადაეწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მარიამ ივანეს ასულის დემურია-ივანიშვილის თხოვნა პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებული სახალხო ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკაში ერთი თუმნის ღირებულების წიგნები უნდა გაეგზავნათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს პედაგოგიურმა საბჭომ მოიწონა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის იდეა მეექვსე გაკვეთილის გამოყენების შესახებ. ეს დრო ინსპექტორსა და მასწავლებლებს სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის უნდა დაეთმოთ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 იანვარს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ სპირიდონ ჯორჯიკიამ კერძო პანსიონი გახსნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე კვლავ განიხილეს პავლე მერაბიშვილის თხოვნა უდის ბიბლიოთეკაში „დროებისა“ და „ზაკავკაზიეს“ გაგზავნის შესახებ. 9 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი ცნობა, თითქოს ბიბლიოთეკისთვის გადადებული თანხა დახარჯული იყო, მცდარი აღმოჩნდა. გამგეობამ დარჩენილი თანხიდან ბიბლიოთეკისთვის „დროების“ გამოწერა გადაწყვიტა.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს ავადმყოფობის, კერძოდ ციების გამო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლაში სწავლა დაიწყო 6 ოქტომბერს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულდა 9 ივნისს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს ავადმყოფობისა და მშობლების დაუდევრობის გამო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლაში სწავლა დაიწყო 20 აგვისტოს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულდა 20 მაისს. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სიღარიბის, ტანსაცმლის უქონლობის, ავადმყოფობისა და სხვადასხვა შინაური საქმის გამო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.