რეგისტრირებული ფაქტები51384
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის სასამართლოში 1893 წელს დაჭერილი გიორგი კუკურას ძე ლომაიას საქმე თავიდან განიხილეს. ადვოკატ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ძალისხმევით ლომაიას უდანაშაულობა დამტკიცდა და ბრალდებულს ყველა ბრალდება მოეხსნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 17 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვის, ეფემია მესხის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანის, ვასო აბაშიძის და კოტე მესხის მონაწილეობით დადგა სპექტაკლები: „პოეტი და კაროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 17 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ვალერიან გუნიას გამოსათხოვარი წარმოდგენები – „პოეტი და კოროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 14 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ს. ფირალოვმა ამიერკავკასიაში ქსოვითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ მოხსენება გააკეთა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ ნიგოითის სამკითხველოს დამაარსებელმა დიმიტრი მაჭუტაძემ სამკითხველოსთვის წიგნებისა და ფულის შემწირველებს მადლობა გადაუხადა. კ. კიკიანის, დიმიტრი კალანდარიშვილის, მ. ორმოცაძისა და გერასიმე ჟოჟიკაიშვილის მიმართ მაჭუტაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა საფაროვა-აბაშიძისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით ოთხმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“ დადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გამყრელიძის, ივანიძის, ვასილ აბაშიძის, სიმონიძის, ვიქტორ გამყრელიძის, გედევანოვის, კოტე შათირიშვილის, კანდელაკის, ადამიძის და ა. შ. მონაწილეობით სპექტაკლი „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ დადგა.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ევგენი იოსების ძე კერესელიძე მათე იოსების ძე კერესელიძის ძმა იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს გენერალ ალხაზოვის დასაფლავებას ესწრებოდნენ ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე, ივანე გივის ძე ამილახვარი, ვიცე-გუბერნატორი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საბჭომ ალექსი გაბაშვილისა და იაკობ ჩიმაკაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი განიხილა. ვადის ამოწურვის გამო ერთ-ერთ მათგანს საბჭო უნდა დაეტოვებინა. საბჭომ ამ საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 8 ნოემბერს რკინიგზის თანამშრომლის ცოლი სავიცკაია გარდაიცვალა. ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის დასკვნით სავიცკაია მოწამლული იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 ნოემბერს კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე გივის ძე ამილახვარი, ტატიშჩევი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ზავადსკი და სხვ. თბილისის იუნკერთა სასწავლებლის ეკლესიის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მთავარ როლებს მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრა კარგარეთელის, ვასო აბაშიძის, სვიმონ სვიმონიძის, გედევან გედევანოვის, კოტე შათირიშვილისა და კანდელაკის მონაწილეობით სპექტაკლი „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ დადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ავლაბარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილს ბოღჩა მოჰპარეს. გამოძიების დაწყების შემდეგ ქურდმა ბოღჩა პოლიციის ეზოში დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის პირველი ნოემბრიდან რუსული ოპერა, რომლის რეჟისორი იყო ივანე იაგორის ძე ფითოევი, დასადგმელად ამზადებდა შემდეგ ოპერებს: „ფაუსტი“, „დემონი“, „ევგენი ონეგინი“, „აფრიკელი ქალი“, „რიგოლეტო“, „სამსონი და დალილა“, „ჯამბაზები“, „სოფლის პატიოსნება“, „ჰუგენოტები“ და ა.შ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესებში – „სამშობლო“, „ხათაბალა“, „ჟან-ბოდრი“ – მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ავალიშვილისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნინო ჩხეიძე, ივანიძე და სხვ.