ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50012

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 15 თებერვლიდან ანტონ დავითის ძე თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა წინარეხის სკოლის მასწავლებლად, მაგრამ მუშაობა დაიწყო 4 თებერვლიდან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა 4-15 თებერვლის ხელფასს – 10 მან. 42 კაპ., რომელსაც დირექცია არ აძლევდა იმის გამო, რომ მასწავლებლად 15 თებერვლიდან დაამტკიცეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა სკოლისთვის რამდენიმე მანეთის გაგზავნას საქველმოქმედო ბაზრისთვის ნივთების დასამზადებლად.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა სკოლისთვის ვასილ კარბელაშვილის ნოტების (1 ცალი), გიორგი იოსელიანის „საღვთო ისტორიისა“ და არითმეტიკული ამოცანების (15-15 ცალი) გაგზავნას. მოთხოვნილი წიგნების ღირებულება იყო 17 მან. 65 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის თებერვლის ხელფასის ანგარიშში 1. 42 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძისთვის გაეგზავნათ მის მიერ სკოლისთვის მოთხოვნილი 17 მანეთისა და 65 კაპიკის ღირებულების წიგნები და აგრეთვე საკლასო ნივთები. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომაზე გამგეობა გაეცნო კავკავის სკოლის კომიტეტის თხოვნას, გამგეობა დახმარებოდა ამავე სკოლის პედაგოგს, ალექსანდრა ხახიშვილს. გამგეობამ გადაწყვიტა, ხახიშვილისთვის 30 მანეთი გადაეცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 26 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე საზოგადოებას 17010.73 მანეთი ჰქონდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მაიორი კონსტანტინე დიმიტრის ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს სვიმონ ფრიდონის ძე ფერაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის ნებართვა გასცა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ტიგრან არტემის ძე ტერ- ასატურიანცი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ნიკოლოზ ელიავას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით შეატყობინა, რომ კრება 1902 წლის მარტში გაიმართებოდა.

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს პუპი გრიგოლიასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს ვალენტინ დიმიტრის ძე ჩინჩალაძე, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი და ვასილ გრიგოლის ძე ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს ლუარსაბ გერასიმეს ძე ნადირაძე, ალექსანდრე ყარამანის ძე კვიტაშვილი და დიმიტრი თომას ძე ხოშტარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს გაბრიელ ადამის ძე ადამაშვილი, ანა ივანეს ასული ზედგინიძე და ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ორბელიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 18 თებერვალს გიორგი პაქსაშვილი, პოლიქრონიონ ტოლმირიდი, იაგორ ივანეს ძე ქიმერიძე და მიხეილ დიმიტრის ძე ქიმერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლისას თხოვნა ეგნატე ნინოშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად შეკრებილი თანხის ნაშთის მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების 1912 წლის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძემ საზოგადოებას 600 მანეთის ღირებულების 690 ქართული და რუსული წიგნი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობმა სექციამ წმინდა ნინოს უბნის სამკითხველოს 200 მანეთი გადასცა.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ჩამე ემუხვარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 5479.63 მანეთი ჰქონდა.