ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ნაშრომის „ზარზმელის ცხოვრების“ აღმოჩენის შესახებ წერდა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 10 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სამღვდელოების შესახებ „დროებაში” გამოქვეყნებული სვიმონ ბეგიაშვილის წერილის საპასუხოდ დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის შენიშვნა „ვუძღვნი უფ. ქიზიყელს”.

1869

ტიპი: ავტორობა

ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული დიმიტრი ჯანაშვილის წერილის საპასუხოდ 1869 წლის 10 ივლისს „დროებაში“ სერგეი მესხის კრიტიკული ფელეტონი დაიბეჭდა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 12 ივლისს მოსე ჯანაშვილმა x საუკუნის ბარალაის საგალობლის ტექსტი 5 ფოტოთი გაუგზავნა აკადემიკოს ნიკო მარს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს გარდაიცვალა ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ შტაბს-კაპიტანი სამსონ შარვაშიძე და კორნეტი ალექსანდრე დადიანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მესამე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 19 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატის-უბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის ფელეტონი „თბილისში გასეირნება“ ქართული პოლიტიკური და სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების თავისებურებების შესახებ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველომ მელიტონ დადიანი და ტარიელ ჩიქოვანი დანიშნა ზუგდიდის ოლქის მეორე საერო შუამავლისა და მისი კანდიდატის თანამდებობაზე.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის გრენადერის დივიზიის მეთაურის თანაშემწე ივანე სვეჩინი დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს კავკასიის სამმართველომ გრენადერის არტილერიის ბრიგადის მეთაური ქრისტეფორე მამაცაშვილი დააჯილდოვა წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ჟურნალ „განათლებაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი დიმიტრი ჯანაშვილის გარდაცვალებაზე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გაზეთ „საქართველოს“ №240-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა თედო ჟორდანიას ნეკროლოგი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ივერიის“ №138-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა თამარ ქართველიშვილის ნეკროლოგი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გაზეთ „ივერიის“ №84-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა გიორგი ქოჩაკიძის ნეკროლოგი.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს გარდაიცვალა ისტორიკოსი თედო ჟორდანია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ დაწერა წიგნი „მზე და აკაკი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1870-დან 1929 წლამდე მოსე ჯანაშვილმა 800 სამეცნიერო ნაშრომი დაწერა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლიდან ჟურნალ-გაზეთებსა და სამეცნიერო გამოცემებში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა 662 თხზულება.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს მოსე ჯანაშვილმა გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს მოსე ჯანაშვილმა გამოსცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ისტორიის დარგში „საქართველოს მოკლე ისტორია“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა იოსებ ბაქრაძის თარგმანი „მამა და შვილი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი და გამოცემული „ზარზმელის ცხოვრება“ ლათინურად უთარგმნია და გამოუცია პეტერსს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკო ლომოურის ლექსი „ქართველი გლეხი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა გიორგი იოსელიანის (წყალტუბელის) წერილი „იმერლები თბილისში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა ანტონ ფურცელაძის ისტორიული რომანი „მაცი ხვიტია“ და მისივე კრიტიკული სტატია „საქართველო“.