ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 27 იანვარს ჟურნალ „მწყემსში“ დავით ღამბაშიძემ რ. დ. ღაძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა დასაწყისი სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებული იყო ილიას ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საკომლო მამულების ახალი კანონპროექტის გამო“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“დასასრული. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“ გაგრძელება. ეს ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „გაზეთი „Новое Обозрение“ და კახეთის რკინისგზა“, ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის რედაქციისადმი მიწერილი წერილი „დროა“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი დუტუ მეგრელის წერილი სალიტერატურო ფონდის დაარსებას ეხებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 9 იანვრის გაზეთში „ივერია“ დუტუ მეგრელის წერილს სალიტერატურო ფონდის დაარსების აუცილებლობის შესახებ გამოეხმაურა ეკატერინე გაბაშვილი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 7 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი სოფლის მეურნეობა და შეკავშირების საჭიროება“.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1894 სასწავლო წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელი იყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოხდა არეულობა, რომელსაც აკაკი ჩხენკელის მონაწილეობით საიდუმლო სოციალისტური ჯგუფი ხელმძღვანელობდა.

1893

ტიპი: ორგანიზაცია

1893 წელს ბესარიონ ვასილის ძე ლოსაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1894 სასწავლო წელს კავკავის ქართული სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: დეკანოზი იოილ სამადაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ნ. ბალანჩივაძე, ივანე ჩითავიშვილი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, კ. ი. ანდრეევი, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, ალ. აფრიამოვი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, თ. აბაშიძე, დ. ი. ჯაჭვაძე, ნ. მაჭავარიანი, ა. გოზალაშვილი და ალ. პ. სარაჯიშვილი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-1894 სასწავლო წელს კავკავის ქართული სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე ეროთეოს გიორგის ძე ერისთავი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1894 სასწავლო წელს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე კავკავის ქართული სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სასწავლებლის გამგე და მზრუნველი იყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-1894 სასწავლო წლის მარტიდან კავკავის ქართულ სკოლაში თ. ჯორჯაძისა მასწავლებლად დანიშნეს. მას მხოლოდ ერთი (მე-2) კლასი გადაეცა, რადგან სასწავლო წლის ბოლო იყო. საგნების გარდა თ. ჯორჯაძისა ქალებს ხელსაქმესაც ასწავლიდა.

1893

ტიპი: ორგანიზაცია

1893-1894 წლებში ილია გიორგის ძე ჩუბინაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გამომცემლობა „მწყემსმა“ დაბეჭდა „სამოსწავლო ჟამნი“, შედგენილი ხუცური ასოებით დავით ღამბაშიძის მიერ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ქართველთა ამხანაგობის გამომცემლობის დახმარებით აკაკი წერეთელმა ლექსების ახალი კრებული გამოსცა.

1893

ტიპი: ორგანიზაცია

1893 წელს კონსტანტინე რამაზის ძე გოცირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1893

ტიპი: ორგანიზაცია

1893 წელს გიორგი სპირიდონის ძე განძიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ნ. მრევლიშვილმა ონში ბიბლიოთეკა დააარსა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ივანე ანდრიას ძე ელიოზოვის მიერ ცხინვალში დაარსებლი ფასიანი ბიბლიოთეკა შემდეგ უფასო გახდა.