რეგისტრირებული ფაქტები52185
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის დეკემბერში ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის მიერ თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული უძრავი ქონების გადასახადი 3327 მანეთსა და 17 კაპიკს შეადგენდა. ამ თანხიდან ქონების სანაცვლოდ აღებული თანხა 3127 მანეთი და 75 კაპიკი იყო, ხოლო 199 მანეთი 42 კაპიკი – პროცენტი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში თევდორე კიკვაძემ შეწყვიტა საქმიანობა შავი ქვის მრეწველობის სფეროში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების – „დანაშაული და სასჯელი“ და „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კოტე შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „დანაშაული და სასჯელი“ მონაწილეობდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე და კოტე ყიფიანი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ მონაწილეობდნენ: მარიამ მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარა ივანიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, გედევან გედევანოვი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში წარმოდგენილ ოთხმოქმედებიან მელოდრამაში „დანაშაული და სასჯელი“ ბარბარე ავალიშვილისა კორას როლს ასრულებდა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი – ჟორჟის, ვასო აბაშიძე და გედევან გედევანოვი – უსაქმური ყმაწვილებისას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ მოიწონა პეტრე უმიკაშვილის წინადადება ჰიგიენაზე, ფიზიოლოგიასა და მედიცინის სხვა საკითხებზე საჯარო ლექციების ჩატარების შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ვახტანგ თულაშვილსა და მიხეილ ბებუთაშვილს ნახევარსფეროებისა და საქართველოს რუკებზე, ასევე გლობუსებზე მოთხოვნის შესწავლა დაევალათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოების ანგარიშები ყოველთვიურად გაზეთ „დროებაში“ უნდა დაბეჭდილიყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ რაფიელ ერისთავის იგავ-არაკის გამოცემის ხარჯები და საცალო ფასი დაამტკიცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ვახტანგ თულაშვილსა და მიხეილ ბებუთაშვილს ნახევარსფეროებისა და საქართველოს რუკებზე, ასევე გლობუსებზე მოთხოვნის შესწავლა დაევალათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ბორჯომიდან აბასთუმანში გაემგზავრა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 25 ნოემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე 35 ხმით 2-ის წინააღმდეგ ალექსანდრე გაბაშვილი საბჭოს წევრად აირჩიეს. წევრობის მეორე კანდიდატი იყო იაკობ გიორგის ძე ჩიმაკაძე.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 25 ნოემბერს მღვდელმა ანტონ კეკელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა წერილი (№334, რომელიც საზოგადოებამ 28 ნოემბერს მიიღო). წერილში ის მდივან დავით კარიჭაშვილს ატყობინებდა, რომ ზაქარია ჭიჭინაძის შუამავლობით გამგეობისგან ითხოვდა სასწავლო სახელმძღვანელოების გამოგზავნას ბანძის ორკლასიანი სკოლისთვის.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „ურიელ აკოსტა“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბარბარე ავალიშვილისა, თამარა ივანიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კოტე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე, გედევან გედევანოვი, კოტე მარჯანიშვილი, ვიქტორ გამყრელიძე, კანდელაკი, ადამიძე, ივანე კარბელი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ბორჯომში გაემგზავრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ნოემბერს ქართულ თეატრში წარმოდგენილ გუცკოვის ხუთმოქმედებიან ტრაგედიაში „ურიელ აკოსტა“ ალექსი-მესხიშვილმა აკოსტას როლი შეასრულა, გედევანოვმა – ბენაკიბის, კანდელაკმა – დესანტოსისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ნოემბერს ქართულ თეატრში წარმოდგენილ გუცკოვის ხუთმოქმედებიან ტრაგედიაში „ურიელ აკოსტა“ კოტე ყიფიანმა დესილვას როლი შეასრულა, ბარბარე ავალიშვილისამ – ივდითის, თამარა ივანიძემ – ურიელ აკოსტას დედის.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა ანტონ კეკელიას, რომ მისი თხოვნის თანახმად, 12 ნოემბერს წიგნის მაღაზიიდან რკინიგზით მოთხოვნილი სახელმძღვანელოები და ქართული წერის რვეულები (123 მან. 40 კაპ. ღირებულების) გაეგზავნათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მარ. ანჯაფარიძისამ ტერეზას როლი შეასრულა, ილია ჩიქოვანმა – გუსტავო ემპოლისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში საქველმოქმედო მიზნით დადგეს ხუთმოქმედებიანი დრამა „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“, რომლის რეჟისორები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხი და ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.